ერთ-ერთი უკანასკნელი გუნდს თენგიზ ჩიკვილაძე დაემშვიდობა და ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა.
ამჟამად სამწვრთნელო შტაბი რამდენიმე ახალ ფეხბურთელს აკვირდება. გუნდში დაბრუნდა ივანე კილაძე, რომელმაც "გურიაში" ჩატარებულ 101 თამაშში 12 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად ვარჯიშობს მისი ძმა ნიკა კილაძეც.
აქვე არიან ძმები ხორგუაშვილები, რომლებიც ბოლოს გორის "დილაში" ირიცხებოდნენ, მაგრამ არ ათამაშებდნენ. მანამდე კი ტყუპი ფინეთის ჩემპიონატში ასპარეზობდა.
შესაძლოა, ლანჩხუთელებმა კიდევ ერთი ლეგიონერი
"გურიას" პრესსამსახურის ცნობით, სამწვრთნელო შტაბი ამხანაგურ თამაშებს 5 თებერვლიდან გეგმავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"