4 თებერვალს კი "სპარტაკმა" თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა რუმინეთის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ ბრაშოვის "კორონასთან" და 0:1 დამარცხდა.
რუმინელები ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდნენ, "სპარტაკს" კი ტრავმირებული მეკარე სოსლან ნანიევი და გუნდის ახალწვეული ვაკო ტყემალაძე აკლდა.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა: თავ
მეორე ტაიმის დასაწყისში "კორონამ" სტანდარტული მდგომარეობის შესრულებისას ანგარიში გახსნა და როგორც მერე გაირკვა, ეს გოლი ამ მატჩში უკანასკნელი ყოფილა. არადა, "სპარტაკს" რამდენიმეჯერ შეეძლო, ანგარიში შეეცვალა, თუმცა ლაშა ჩაფიძემ და ნიკა მგელაძემ თავიანთი მომენტებით ვერ ისარგებლეს.
შეხვედრის მიწურულს კი "სპარტაკმა" გოლის გატანის ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან: დუბლშემადგენლობიდან დაწინაურებული ჭაბუკი ფეხბურთელი, 17 წლის ბაჩანა მოსაშვილი რუმინელებმა საკუთარ საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს, თუმცა ზვიად მეტრეველის დარტყმული პენალტი "კორონას" გამოცდილმა მეკარემ, ტრაიან მარსმა მოიგერია, ხოლო თამაზ მაქაცარიას "დამატებაზე" დარტყმული ბურთი კი მიზანს მცირედით ასცდა.
"კორონასთან" საკონტროლო მატჩში "სპარტაკმა" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნადირაძე-ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი-შონია, პარუნაშვილი-ჩაფიძე, თექთურმანიძე, თუხარელი-ეხვაია. მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: კ. ხიზანეიშვილი, ქურდაძე, მაისაშვილი, გაგნიძე, მოსაშვილი, ბურძენაძე, ცერცვაძე, კემუხტაშვილი, მეტრეველი.
მომდევნო საკონტროლო მატჩს "სპარტაკი" 6 თებერვალს ჩაატარებს და თუ რაიმე არ შეიცვალა, სერბულ სუპერლიგაში მოასპარეზე "რადნიჩკის" წაესპარინგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"