ქუთაისის "ტორპედოს" ახალ დირექტორად დავით ფრუიძე დაინიშნა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" რევაზ ძოძუაშვილის დაბრუნებამ გუნდის გულშემატკივრებში დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია. ისინი იმედოვნებენ, რომ გაურკვევლობის მიუხედავად, გამოცდილი სპეციალისტი გუნდს მაინც მოაფერიანებს და ლიდერთა ჯგუფში დააბრუნებს.

მაგრამ ჯერ პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და უცნობია, რა ბედი ელის "ტორპედოს". გარკვეული და გადაწყვეტილი კი ჯერ მხოლოდ კლუბის ახალი დირექტორის ვინაობაა.

"ჯერაც ცხელი ამბავია, რომელიც გულშემატკივრებმა არ იციან - "ტორპედოს" ახალ დირექტორად დავით ფრუიძე დანიშნეს. ის ქუთაისში ცნობილი და პატივცემული პიროვნებაა, რადგან წლების განმავლობაში აქაურ ფეხბურთის ფედერაციასა და ქალაქის სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, ის
საჩხერის "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის ძმაა", - გვითხრა ძოძუაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Zaza
აბა მანათა სადაა??? :D
giga
14:23 06-02-2014
0
მანათას იმედით ჩემი მტერი დარჩა ვაი თქვე უბედურებო
Zaza
13:25 06-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული