მაგრამ ჯერ პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და უცნობია, რა ბედი ელის "ტორპედოს". გარკვეული და გადაწყვეტილი კი ჯერ მხოლოდ კლუბის ახალი დირექტორის ვინაობაა.
"ჯერაც ცხელი ამბავია, რომელიც გულშემატკივრებმა არ იციან - "ტორპედოს" ახალ დირექტორად დავით ფრუიძე დანიშნეს. ის ქუთაისში ცნობილი და პატივცემული პიროვნებაა, რადგან წლების განმავლობაში აქაურ ფეხბურთის ფედერაციასა და ქალაქის სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, ის
ჯერ კიდევ უცნობია, რა სახსრებით გააგრძელებს გუნდი უმაღლესში ასპარეზობას. არა, "ტორპედო" უფულოდ ნამდვილად არ დარჩება, რადგან კლუბის ყოფილმა მეპატრონე "ვისოლმა" კლუბის ანგარიშზე 250 ათასი ლარი დატოვა. მინიმალური საჭიროებისთვის, შეკრებისა და ტრანსპორტირებისთვის ეს საკმარისი თანხაა, ხოლო ამის ზემოთ რა იქნება, ჯერჯერობით გასარკვევია.
"მაინც იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან ახალი დირექტორის დანიშვნა საქმის მკვდარი წერტილიდან დაძვრას ნიშნავს.
როგორც გვითხრეს, ხვალ ან ზეგ "ტორპედოს" ბიუჯეტი გაირკვევა. გვეცოდინება, ქუთაისის ბიუჯეტიდან მცირე სახსრებით მაინც თუ დაგვაფინანსებენ.
გარდა ამისა, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა გიორგი დემეტრაძე, რომელიც სპონსორებს აქტიურად ეძებს. სხვათა შორის, ძალიან მიხარია, რომ გიორგი მისთვის ახალ როლშიც დაუღალავია და ბევრს მუშაობს", - ამბობს ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი.
ძოძუაშვილმა ახალწვეულთა დაზუსტებული სიაც გაგვაცნო:
"ტორპედოში" ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების მეკარე როინ კვასხვაძე; 25 წლის ცენტრალური მცველი გურამ ადამაძე, რომელიც ქუთაისური ფეხბურთის აღზრდილია და ბოლო წლებში "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა; ასევე ქუთაისელია ნიჭიერი და იმედისმომცემი თავდამსხმელი ოთარ კვერნაძე, რომელიც "ზესტაფონის" ღირსებას იცავდა. სხვათა შორის, "ბენდელას თასზე" მან უკვე მოასწრო საკონტროლო შეხვედრაში ყოფილი კლუბის კარში გოლის გატანა; ქუთაისური ფეხბურთის კიდევ ერთი აღზრდილია თავდამსხმელი მამუკა ღონღაძე, რომელზეც ძოძუაშვილი დიდ იმედებს ამყარებს, 27 წლის მოთამაშემ ხომ ორიოდე წლის წინათ, ლატვიის ჩემპიონატში ყველა ის ტიტული მოიპოვა, რაც თავდამსხმელს შეეძლო - წლის ფეხბურთელის, ბომბარდირისა და თავდამსხმელის. ცხადია, ის "ტორპედოსთვის" სერიოზული ძალაა.
ქუთაისში გააგრძელებენ კარიერას მცველი თენგიზ ჩიკვილაძე, აგრეთვე, ეროვნული ნაკრების ორი ყოფილი წევრი - სევასტი თოდუა, რომელიც ადგილობრივ გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ზაალ ელიავა. გუნდს დაეხმარებიან თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი ირაკლი ლექვთაძე და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი გიორგი ჭედია.
კიდევ ერთი შესაძლო ახალწვეული დავით ბოლქვაძეა, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელებისას გულშემატკივრებმა იჩქარეს - ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია.
"დათომ ჩვენთან თამაშის სურვილი გამოთქვა და ეს ძალიან გვახარებს. გამოცდილი ბიჭია. თავის დროზე გულშემატკივარმა ის კარგად მიიღო და ბევრი დასამახსოვრებელი მატჩიც ჩაატარა. მასზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვით. ყველაფერი რამდენიმე დღეში გადაწყდება", - აზუსტებს ძოძუაშვილი.
მწვრთნელი ამბობს, რომ უკვე ოპტიმალური შემადგენლობაც გამოკვეთა:
"რადგან ჯერ უცხოეთში მომზადებას ვერ ვახერხებთ, ძალიან დიდ სამსახურს გვიწევს "ბენდელას თასის" გათამაშება. რამდენიმე შეხვედრა უკვე ჩავატარეთ და მოთამაშეების მდგომარეობაზე წარმოდგენაც გვაქვს.
მაგრამ ბევრი რამ 8 თებერვალს გაირკვევა. მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" შევხვდებით და იქ გამოჩნდება, რა გუნდს ვაყალიბებთ და შენების რა ეტაპზე ვიმყოფებით".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
წარმატებებს!
მოუთმენლად ველით საინტერესო
ფეხბურთს !