ლანჩხუთის "გურია" ბათუმის "დინამოში" დაწუნებულ უკრაინელს აკვირდება

AutoSharing Option
"გურია" დაკარგული დროის სწრაფად ანაზღაურებას ცდილობს. 6 თებერვალს ლანჩხუთელები ბათუმს ესტუმრნენ და დაგვიანებით დაწყებულ მოსამზადებელ ეტაპზე მეორე ამხანაგური მატჩი პირველლიგელ "ადელთან" ჩაატარეს - 1:1.

ორივე გოლი თამაშის პირველ ნახევარში გავიდა. სტარტზე მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე წონასწორობა "გურიას" ახალწვეულმა გიორგი გაგნიძემ აღადგინა.

გურია: ბობღიაშვილი, ჩასემი, ბერიანიძე, ნ. კილაძე, ვ. ხორგუაშვილი, ჭეიშვილი, ძამსაშვილი, ბააკაშვილი, ი. კილაძე, პ. ხორგუაშვილი, გაგნიძე; შეცვლაზე შევიდნენ: გოგუაძე, ბელქანია, ინგოროყვა, ბენჟამენი, ჟღენტი, გაჩეჩილაძე, ნ. ნარიაშვილი, სტანენკო.

ლანჩხუთელები უკრაინელ ვიქტორ სტანენკოს აკვირდებიან. მან სეზონისთვის მზადება ბათუმის "დინამოში" დაიწყო, მაგრამ
ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა 22 წლის ტანმაღალი (192 სმ) შემტევი ნახევარმცველი (რომელსაც უკრაინის მეორე ლიგის ხმელნიცკის "დინამოსა" და დუშანბეს "ცსკა-პამირში" უთამაშია) არ დაიტოვა.

"გურია" მორიგ სპარინგ-მატჩს, სავარაუდოდ, 9 თებერვალს გამართავს. ლანჩხუთელები ქუთაისის "ტორპედოს" შეხვდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული