ამხანაგური შოკი! - თბილისის "დინამომ" ნალჩიკის "სპარტაკთან" 1:6 წააგო...

AutoSharing Option
წესით და რიგით, თბილისის "დინამოს" მორიგი (მეხუთე) საკონტროლო მატჩი 10 თებერვალს უნდა ჩაეტარებინა ფერღანის (უზბეკეთი) "ნეფთჩისთან", თუმცა, კლუბის გადაწყვეტილებით, "დინამო" 9-ში რუსეთის პირველი ლიგის წარმომადგენელ ნალჩიკის "სპარტაკს" დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში ჩვენი ორი თანამემამულეც თამაშობს - დავით სირაძე და ელგუჯა რუხაია.

"დინამოს" მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას გადაწყვეტილებით, 9 თებერვალს გამართულ სპარინგში მონაწილეობა მიიღეს იმ ფეხბურთელებმა, რომელთაც მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად შედარებით ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ.

"დინამომ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დაუშვილი (46. ტყეშელაშვილი) - ბაჩიაშვილი, ს. გურეშიძე (46.
ხიდეშელი), რეხვიაშვილი, შერგელაშვილი - გორგიაშვილი, ცინცაძე, გლიშიჩი - დიასამიძე, გოგა (46. მერებაშვილი), ს. ლობჟანიძე.

როგორც ამჩნევთ, არ უთამაშია ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს - გიორგი ლორიას, გიორგი გველესიანს, გიორგი პაპავას, დავით კვირკველიას, ირაკლი ძარიას, გიორგი ჯანელიძეს, პატრიკ ვუოს, ირაკლი მოდებაძესა და ჩისკოს.

თუმცა, ამის მიუხედავადაც, მატჩის საბოლოო შედეგი უსიამოვნოდ მოულოდნელი გამოდგა - ნალჩიკის "სპარტაკმა" ჩვენს ჩემპიონს... 6:1 მოუგო!

თუ რა იყო ასეთი კოშმარული მარცხის მიზეზი, ამას მაშინ შევიტყობთ, როცა დინამოელთა მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას კომენტარს გავეცნობით.

მანამდე კი მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ დინამოელთაგან ერთადერთი გოლი ტრავმამოშუშებულმა გიორგი მერებაშვილმა გაიტანა. ნალჩიკელთა გუნდში კი ერთ-ერთი საუკეთესო დავით სირაძე გახლდათ, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში, კაპიტნის სამკლავურით გამოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
გაგიჭირდებოდათ....
Peola
18:30 10-02-2014
0
ვიტირო თუ ვიცინო,აღარ ვიცი,ძველი დინამო მინც არ მახსოვდეს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული