"ზესტაფონის" ახალ კაპიტნად თეიმურაზ ღონღაძე ფეხბურთელებმა თავად აირჩიეს

AutoSharing Option
თურქული შეკრების მორიგი ამხანაგური მატჩი "ზესტაფონმა" ჩეხურ "პრშიბრამთან" გამართა და ახალწვეული რევაზ გეწაძის მიერ მატჩის დასაწყისში გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა.

როგორც წინა შეხვედრაში, ზესტაფონელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ამჯერადაც შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ათამაშა, მათ შორის - სერბი მეკარე ბოიან პავლოვიჩი, რომელიც კლუბმა ომარ მიგინეიშვილის ნაცვლად აიყვანა და, ალბათ, პირველივე შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი დარჩა - პავლოვიჩმა რამდენიმე ძალზე რთული დარტყმა მოიგერია.

იმ ერთი გოლის გარდა, "ზესტაფონს" კიდევ ჰქონდა გატანის შანსები, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მიხეილ სარდალიშვილმა და ნიკა საბანაძემ ვერ იყოჩაღეს.

გეგუჩაძემ
"პრშიბრამთან" ეს ფეხბურთელები ათამაშა: პავლოვიჩი, ღონღაძე (46. თორ. გრიგალაშვილი), ფერეირა (46. თევ. გრიგალაშვილი), ჭელიძე (63. ენდელაძე), გურული (72. გაგოშიძე), შარიქაძე (46. აჯურუ), ჭანტურიშვილი (72. კაკუშაძე), გეწაძე (46. სარდალიშვილი), კუხიანიძე (63. ჭანკოტაძე), ტატანაშვილი (63. კაპანაძე), ფანცულაია (46. საბანაძე).

"ზესტაფონი" თურქული შეკრების მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს, სერბულ "დონი სრემთან" გამართავს. ამ გუნდთან სათამაშოდ იმერულ გუნდს გაიყვანს თეიმურაზ ღონღაძე, რომელიც ფეხბურთელებმა ახალ კაპიტნად თავადვე აირჩიეს.

შეგახსენებთ, აქამდე "ზესტაფონის" კაპიტანი მეკარე როინ კვასხვაძე იყო, რომელიც ამ ზამთარს ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა, ხოლო ღონღაძე "ზესტაფონს" ამავე სატრანსფერო პერიოდში გორის "დილადან" დაუბრუნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული