თბილისის "ლოკომოტივმა" ესპანური შეკრება ჩინურ "ტიანჯინ ტედასთან" მატჩით დაასრულა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა", რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების საბაზო გუნდია, ესპანური შეკრება დაასრულა. 8 თებერვალს ვასილ მაისურაძის შეგირდები ჩინეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ "ტიანჯინ ტედასთან" (მე-11 ადგილი) 0:1 დამარცხდნენ.

ერთადერთი გოლი მეტოქემ მე-60 წუთზე გაიტანა - გიორგი აბურჯანია სველ მოედანზე წაიქცა, ბურთი დაკარგა და ჩინელთა ფორვარდმა შანსი გოლად აქცია - 0:1.

თბილისელთაგან კი შანსები ვერ გამოიყენეს დავით ჯიქიამ, გიორგი არაბიძემ, ლუკა ზარანდიამ, ალეკო მზევაშვილმა და გიორგი აბურჯანიამ.

ლოკომოტივი: მიქავა (46. საჯაია), ჩიტეიშვილი (85. მაკასარაშვილი), ჭანტურია, გაბაძე (75. სანდოხაძე), უბილავა, პატარკაციშვილი (65. ყანჩაშვილი), აბურჯანია, გოროზია,
კიკაბიძე (46. არაბიძე), ზარანდია (70. მზევაშვილი), ჯიქია (65. გავაშელიშვილი).

9 თებერვალს"ლოკომოტივი" სამშობლოში დაბრუნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული