ზესტაფონი-დონი სრემი 4:1 - სერბები არ დაინდეს [VIDEO]

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" თურქეთში კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - სერბული "დონი სრემი" 4:1 დაამარცხა. ამ კლუბის სახელწოდება თუ არაფერს გეუბნებათ, გეტყვით, რომ ადრე მას "ბორაცი" ერქვა.

სერბეთთან მატჩში ზესტაფონელთა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ახალწვეული მეკარე ბოიან პავლოვიჩი, ზაზა ჭელიძე, წინა მატჩში ერთადერთი გოლის ავტორი რევაზ გეწაძე და გრიგოლ დოლიძე დაასვენა.

დანარჩენი ფეხბურთელებიდან კი ესენი შეარჩია:
კუპატაძე, თორნიკე გრიგალაშვილი (64. ღონღაძე), თევდ. გრიგალაშვილი (64. გურული), გაგოშიძე (64. ფერეირა), ენდელაძე, აჯურუ (64. შარიქაძე), სარდალიშვილი (64. ჭანტურიშვილი), მაკარიძე (64. კაკუშაძე), ჭანკოტაძე (64. კუხიანიძე), საბანაძე (64.
ფანცულაია), კაპანაძე (64. ტატანაშვილი).

ანგარიში მატჩის დასაწყისშივე სერბებმა გახსნეს, თუმცა მალევე თორნიკე კაპანაძემ წონასწორობა შორეული დარტყმულით აღადგინა, ტაიმის ბოლო წუთზე კი ნიკა საბანაძემ ჯარიმიდან დარტყმულით "ზესტაფონი" შესვენებაზე დაწინაურებული გაიყვანა.

მატჩის ბოლოსკენ ჯერ ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაუტანა სერბებს, ხოლო შემდეგ ახალ გუნდში თავი პირველად გამოიჩინა დიმიტრი ტატანაშვილმაც.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ამხანაგურ მატჩს "ზესტაფონი" 13 თებერვალს, ოდესის "ჩერნომორეცთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული