ეს ინფორმაცია თვით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დაგვიდასტურა:
"დიახ, გრიგალაშვილიც დავიმატეთ და ხმალაძეც. ამ უკანასკნელმა "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ახლა ჩვენი გუნდის სრულუფლებიანი წევრია. ხოლო გრიგალაშვილი იჯარით გამოუშვეს, თუმცა ამაში ერთი თეთრიც არ გადაგვიხდია.
ორივე მათგანს ხელშეკრულება ზაფხულამდე გავუფორმეთ".
საჩხერულ კლუბში უკვე თამაშობდნენ ყოფილი თუ იჯარით აყვანილი დინამოელები - დავით ოდიკაძე, ჯაბა ჯიღაური,
ცოტა ხნის წინ მიიწვიეს "დინამოს" ცენტრალური მცველი გივი კვარაცხელიაც. ცხადია, ეს სამეული გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს.
საინტერესო ამბავი გაგვიმხილა კლუბის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ - "ქართუ ჯგუფმა" "ჩიხურას" ბიუჯეტი დაუმტკიცა.
"ეს ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებას ვეღარ ვახერხებთ, რადგან 22 თებერვალს თასზე ბოლნისის "სიონთან" შეხვედრა გველის. ამიტომ ახლა საჩხერეში ვემზადებით.
მანამდე კი ორ საკონტროლო შეხვედრას გავმართავთ - 11 თებერვალს ქუთაისის "ტორპედოს" შევხვდებით, 15-ში კი თბილისში "საბურთალოს" ან "ლოკომოტივს" გავეჯიბრებით", - ამბობს ფრუიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"