ბათუმის "დინამო" დაკომპლექტდა და თურქულ შეკრებაზე ოთხი ამხანაგური მატჩი დაგეგმა

AutoSharing Option
კობა ჟორჟიკაშვილმა ბათუმის "დინამოს" დაკომპლექტება დაასრულა. 8 თებერვალს ზღვისპირელები თურქეთში გაემგზავრნენ. აჭარის მთავარი გუნდი ანტალიაში დაბანაკდა.

მეკარეები: მიხეილ ალავიძე, გაბრიელ თებიძე, რომან ტაკიძე;
მცველები: გიორგი გავაშელიშვილი, ანზორ სუხიაშვილი, გიგა ჟვანია, კარენ მაკარიანი, ბადრი ტეტუნაშვილი, ვაჟა ქორიძე, ნიკა აშბა, დავით ნაკაშიძე.
ნახევარმცველები: ამირან მუჯირი, ბორის მახარაძე, ვაკო თევდორაძე, ირაკლი ჩირიკაშვილი, ბექა ვარშანიძე, გელა გოგიტიძე, ნოდარ კიკნაველიძე, დიტო ადეიშვილი.
თავდამსხმელები: გოგა ფიფია, ირაკლი სიხარულიძე, ბექა ჭკუასელი, ალექსანდრე ბაციკაძე, ტატო აბუსელიძე.

კლუბის პრესატაშე ამირან მამალაძის თქმით, ბათუმის "დინამო" თურქეთში ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს:

12 თებერვალს უნგრულ "კაპოშვართან", მერე კი სამივე სპარინგი უკრაინულ გუნდებთან უწევთ: 14 თებერვალს - პირველლიგელ დონეცკის "ოლიმპიკთან" (სადაც უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე ზაურ მახარაძე თამაშობს), 18 თებერვალს ლუგანსკის "ზორიასთან" (პრემიერლიგა), ხოლო 21-ში - ასევე პრემიერლიგის ბინადარ მარიუპოლის "ილიჩევეცთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული