საჩხერელთა ფორმა პირველად მოირგეს ყოფილმა თუ ამჟამინდელმა დინამოელებმა (ფეხბურთელები, რომლებიც კლუბმა გაანათხოვრა) - გია კვარაცხელიამ, ლევან ხმალაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა.
მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა, როცა თენგიზ ჩიკვილაძის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თემურ მარკოზაშვილმა ახლო ძელთან თავი დაჰკრა - 1:0.
ტორპედო: ა. ადამია, ზ. გელაშვილი, ადამაძე, ს. თოდუა, თ. ჩადუნელი (49. გ. ცაბუტაშვილი), ელიავა (68. ნ. ხარაბაძე), ჩიკვილაძე,
ჩიხურა: თევდორაძე, კაშია, კვარაცხელია, ლომაშვილი, ოდიკაძე, ბეჭვაია, ე. გრიგალაშვილი (46 ს. ლომია), გ. დათუნაიშვილი (63. ქიმაძე), ჯიღაური, დეკანოიძე (69. მუმლაძე), გაბედავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"