ტორპედო-ჩიხურა 1:0 - სპარინგი ოპტიმალური შემადგენლობით

AutoSharing Option
11 თებერვალს ქუთაისის "ტორპედომ" საღორიის ბაზაზე საჩხერის "ჩიხურასთან" ამხანაგურად ითამაშა. ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელებმა, რევაზ ძოძუაშვილმა და სოსო ფრუიძემ, ოპტიმალური შემადგენლობები შეარჩიეს.

საჩხერელთა ფორმა პირველად მოირგეს ყოფილმა თუ ამჟამინდელმა დინამოელებმა (ფეხბურთელები, რომლებიც კლუბმა გაანათხოვრა) - გია კვარაცხელიამ, ლევან ხმალაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა.

მატჩის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა, როცა თენგიზ ჩიკვილაძის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თემურ მარკოზაშვილმა ახლო ძელთან თავი დაჰკრა - 1:0.

ტორპედო: ა. ადამია, ზ. გელაშვილი, ადამაძე, ს. თოდუა, თ. ჩადუნელი (49. გ. ცაბუტაშვილი), ელიავა (68. ნ. ხარაბაძე), ჩიკვილაძე,
მამასახლისი, ტუღუში (55. ღვიტიძე), ლექვთაძე (46. მარკოზაშვილი), მ. ღონღაძე.
ჩიხურა: თევდორაძე, კაშია, კვარაცხელია, ლომაშვილი, ოდიკაძე, ბეჭვაია, ე. გრიგალაშვილი (46 ს. ლომია), გ. დათუნაიშვილი (63. ქიმაძე), ჯიღაური, დეკანოიძე (69. მუმლაძე), გაბედავა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული