ბათუმის "დინამომ" თურქეთში შეკრებაზე ნორვეგიულ გუნდს 13 გოლი გაუტანა!

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" თურქეთში მზადება დაასრულა. ბოლო საკონტროლო შეხვედრაში კობა ჟორჟიკაშვილის მიერ გაწვრთნილებმა ნორვეგიის დაბალი ლიგის გუნდი "ვან ვინგი" 13:0 გაანადგურეს.

ბათუმელებმა პირველივე ტაიმში 6 უპასუხო გოლი გაიტანეს. ფიფიამ დუბლი შეასრულა, სიხარულიძემ კი მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო. მეორე ტაიმში ჰეთ-თრიქი მიითვალა ბაციკაძემ, აბუსელიძემ - დუბლი, თითო-თითო გოლი თევდორაძემ და გოგიტიძემ გაიტანეს.

დინამო: თებიძე, ჟვანია, ტეტუნაშვილი, გავაშელიშვილი, სუხიაშვილი, ვარშანიძე, მაკარიანი, აშბა, ჭკუასელი, ფიფია, სიხარულიძე. შეცვლაზე: მაკარიანი, გოგიტიძე, ნაკაშიძე, ქორიძე, ადეიშვილი, მახარაძე, მუჯირი, თევდორაძე, აბუსელიძე, ბაციკაძე.

"გუნდის დაკომპლექტება დასრულდა. ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმას უახლოვდებიან.
მოსამზადებელი ეტაპი მხოლოდ ორიოდე მოთამაშეს ჩაუვარდა და ისინი დღემდე ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. შევეცდებით, ისინიც მალე შევიდნენ ფორმაში.

გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა"
, - თქვა ჟორჟიკაშვილმა შეკრების შეჯამებისას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული