ზუგდიდი-დილა 2:1 - ზურგის ქარი [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XX ტურში "ზუგდიდმა" განმუხურში გორის "დილას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

თამაშს ძლიერი ქარი ახლდა თან, რამაც შეხვედრის ხარისხს, გარკვეულწილად, დაღი დაასვა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე გუნდისთვის ამ მატჩში მოპოვებულ თითოეულ ქულასაც კი სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე სტუმრებმა საჯარიმო დარტყმიდან შექმნეს, რომელიც ალექსანდრე კოშკაძემ ძლიერად და ზუსტად შეასრულა, მაგრამ ზარქუა ადვილად დაეუფლა ამ ბურთს.

Sportall.Geხუთ წუთში მასპინძლებმაც შეძლეს კარის მიმართულებით დარტყმა, თუმცა გუგუჩიამ ძალზედ დიდი მანძილით ააცილა
მიზანს.

30-ე წუთზე ზუგდიდელმა ფეხბურთელმა შალამბერიძის წინააღმდეგ იუხეშა და ეს უკანასკნელი შესაცვლელი შეიქნა, მის ნაცვლად კი რამაზ სოღოლაშვილმა ახალგაზრდა ლევან შენგელია შეუშვა მოედანზე, რომელსაც გოლის გატანის შანსი მალევე მიეცა, თუმცა "ზუგდიდის" მეკარემ თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.

თუმცა ზარქუა აქედან ორიოდე წუთში უკვე უძლური აღმოჩნდა ვახტანგ კვარაცხელიას წინააღმდეგ, რომელიც მეკარესთან პირისპირ ბოლქვაძემ გაიყვანა - 0:1.

მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა და მასპინძლები გააქტიურდნენ. 52-ე წუთზე "დილას" კართან კუთხური დაინიშნა, რომელიც ლომიამ ჩააწოდა. ბურთს ქარმა მიმართულება შეუცვალა და პირდაპირ ლეგაშვილის კარისკენ წავიდა. მეკარემ თითქოს შეძლო მოგერიება, მაგრამ დავით ხარიტონაშვილმა ჩათვალა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

"დილას" ფეხბურთელებმა გოლი გაასაჩივრეს, მაგრამ ამაოდ - 1:1.

გათანაბრება იყო და ერთ წუთში ზუგდიდელებმა წინ გასვლაც მოახერხეს. ზვიად სიხარულიამ შორი მანძილიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 2:1.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გატანა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია www.fcdila.ge-ის მიხედვით

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13
ჩისკო (დინამო თბ) 12
ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9
დ. გოგა (დინამო თბ) 9

I ეტაპის ბოლო ორი ტური
XXI ტური
9 მარტი, კვირა
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-ზუგდიდი
დილა-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-მერანი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-დინამო

XXII ტური
16 მარტი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
დინამო-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი
მერანი-დილა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ზუგდიდი-გურია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
saertod ra azriaqvs aset chempionats? yureba mezareba ukve roca cinascar vici ra shedegit damtavrdeba tamashi. am tamashs chackobilic ara - daqarguli qvia...yochag daraselia ostati xar pirdapir qargvashi...fu...
leva
13:50 03-03-2014
0
3 ქულა კარგია მაგრამ ამ ფასად? სირცხვილია უბრალოდ!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული