პირველი ლიგიდან - საფრანგეთში?

AutoSharing Option
ვერც გაგვიხსენებია ისეთი შემთხვევა, საქართველოს პირველ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელით ევროპის ცნობილი კლუბები რომ ინტერესდებოდნენ. არადა, ფაქტი სახეზეა: "გაგრას" 18 წლის შემტევი ნახევარმცველის აბაიომი ოვონიკოკოს მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს ორი უცხოური კლუბი. ორივე გუნდი თავის ჩემპიონატში მოწინავე პოზიციებზეა: ფრანგული "რენი" საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში მეოთხე ადგილზეა, აი, ბელგიური "გენკი" კი მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს და ბელგიის "პრო-ლიგაში" (ანუ, უმაღლესში) ამჯერად ცხრილის სათავეში იმყოფება.

"გაგრას" ნიგერიელ ლეგიონერს ოვონიკოკოს ნახევარდაცვაში თითქმის ყველა პოზიციაზე წარმატებით შეუძლია თამაში; ამას გარდა, წინა სეზონში, როცა "გაგრა" უმაღლეს ლიგაში
ასპარეზობდა, რამდენიმე შეხვედრაში ოვონიკოკოს თავდამსხმელადაც უთამაშია.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართული კლუბის ჭაბუკი ლეგიონერი "რენშიც" და "გენკშიც" გასინჯვაზე წავა. თუმცა იმის ალბათობაც დიდია, ოვონიკოკო "რენში" ან "გენკში" ამ ზამთარსვე ჩაირიცხოს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული