ამის გამო ფეხბურთელები დაძაბულები იყვნენ - ხალხი ხომ მათგან მხოლოდ მოგებას ითხოვდა...
ერთთვიანი პაუზის შემდეგ, სამტრედიელებმა ეს ზაზა ზამთარაძის ხელმძღვანელობით მოახერხეს. "სამტრედიამ" დამაჯერებლად მოიგო. მასპინძლებმა თამაში შეტევებით დაიწყეს და იმდენი საგოლე მომენტი შექმნეს, კიდევ ორი მატჩის მოსაგებად ეყოფოდათ.
თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა მარცხენა ფლანგზე დავით კვირკველიას მიერ წამოწყებული და რევაზ გეწაძის მიერ გაგრძელებული
სამტრედიელთა მონდომებამ მე-16 წუთზე შედეგი მაინც გამოიღო. გოლი ცენტრალური მცველის, ლევან კაკუბავას მიერ წამოწყებულ შეტევას მოჰყვა. მან საკუთარ ნახევარზე ორი მცველი ჩამოიტოვა და მარჯვენა ფლანგზე შეტევა გრიგოლ დოლიძეს გაუგრძელა, ამან კი ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც იმავე კაკუბავამ უკვე შეტევაში ჩართვა მოასწრო და ვარდნაში ზუსტად დაარტყა - 1:0.
დაახლოებით 10 წუთში სამტრედიელებს სხვაობის გაზრდა შეეძლოთ. დასარტყმელ პოზიციაზე ილია კერძევაძე აღმოჩნდა, რომელმაც "გურიას" მეკარე ლადო ზუხბაიას ვერ აჯობა.
სტუმრებმა კონტრშეტევებზე სცადეს ბედი, მაგრამ ალეკო კოშკაძემ და საბა ლომიამ შანსები ვერ გამოიყენეს. თუმცა, ტაიმის ბოლო წუთზე, "გურიამ" სწორედ მათ მიერ გათამაშებული "სტანდარტით" წონასწორობა მაინც აღადგინა: კოშკაძემ ჯარიმა შეასრულა, საჯარიმოში ლომიამ დასწრებაზე კარგად ითამაშა და კარი ახლო მანძილიდან აიღო - 1:1.
მეორე ტაიმში "სამტრედია" მინდორზე შემართული გავიდა, დიდი უპირატესობაც მოიპოვა და საწადელსაც მიაღწია: გეწაძემ, რომელმაც შეხვედრა ძალიან კარგად ჩაატარა, ფლანგიდან საჯარიმოში მოძებნა დოლიძე, რომელსაც მიზანმა არ უმტყუნა - 2:1.
მესამე გოლიც გეწაძის აქტიურობას მოჰყვა - მან საჯარიმოს კუთხისკენ დაძრული დავით კვირკველია მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა - 3:1.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
07.11. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 2 300 მაყურებელი
სამტრედია-გურია 3:1
გოლები: 1:0 კაკუბავა (16), 1:1 ლომია (45), 2:1 დოლიძე (61), 3:1 კვირკველია (85)
სამტრედია (4-2-3-1): ბეგაშვილი - ბაკურაძე, კაკუბავა, შალიკაშვილი, კვირკველია - ბეჭვაია, დათუნაიშვილი (90. შ. კერძევაძე) - დოლიძე, გორგიაშვილი (82. მელქაძე), გეწაძე - ი. კერძევაძე (76. ქანთარია).
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, გაბედავა, პავლიაშვილი, ლეონარდო
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
გურია (4-2-3-1): ზუხბაია - გოგიაშვილი, ჟვანია, ინგოროყვა, ჯიშკარიანი (84. კილაძე) - ჯოჯუა, გაბრიჩიძე - შალამბერიძე, მიქაბერიძე (69. წილოსანი), კოშკაძე - ლომია.
სათადარიგოები: გოგუაძე, ნ. ხარაბაძე, ბახია, წერეთელი, ნარიაშვილი
მწვრთნელი: თემურ ლორია
გაფრთხილება: გეწაძე (45)
არბიტრი: ჯ. ხორავა
ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 9
ი. მოდებაძე (დილა) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 6
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 6
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
მომდევნო მატჩები:
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები
17 ნოემბერი, ორშაბათი
დილა-კოლხეთი (ფ)
დინამო (ბთ)-სამტრედია
მერანი-ტორპედო
ვიტ ჯორჯია-სიონი
ზუგდიდი-მეტალურგი
ჩიხურა-ზესტაფონი
სპარტაკი-საპოვნელა
18 ნოემბერი, სამშაბათი
შუქურა-დინამო (თბ)
უმაღლესი ლიგა. XIII ტური
21 ნოემბერი, პარასკევი
დილა-სამტრედია
მერანი-კოლხეთი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
დინამო (ბთ)-სიონი
22 ნოემბერი, შაბათი
ზუგდიდი-დინამო (თბ)
ტორპედო-ზესტაფონი
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-შუქურა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"