* * *
არახალია, რომ "მეტალურგში" სერიოზული ფინანსური კრიზისია და გუნდი ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. თუმცა რუსთავში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ გუნდს გადაარჩენენ. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ "მეტალურგით" დაინტერესდნენ ლერი სულაბერიძე და ნუკრი კაკილაშვილი. მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობის დროს ორივე თბილისის "დინამოს" დირექტორატის წევრი იყო.
კომენტარისთვის დავუკავშირდით კაკილაშვილს, რომელმაც ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა:
"მე ჯერ გუნდში მისვლაზე ვერც
"მეტალურგი" ტრადიციული კლუბია. რუსთავში ძალიან კარგი ბავშვები იზრდებოდნენ და ახლაც ასეა, მაგრამ ვიცით, რომ დღესდღეობით "მეტალურგს" ფინანსურად ძალიან უჭირს. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მთავარია, გვერდში დაგვიდგნენ ისინი, ვისი იმედიც გვაქვს.
აქვე ვიტყვი, რომ ვალერი შალიკაშვილზე რაც ეწერა, მართალი არ არის. "მეტალურგზე" მასთან არ გვილაპარაკია".
კაკილაშვილს ვკითხეთ იმაზეც, თუ ვინ არის (ან არიან) ის, ვისი იმედიც აქვთ. არ არის გასაკვირი, რომ მაშინვე ჟორდანიაზე ვიეჭვეთ:
"მერაბ ჟორდანიას ამ ჩანაფიქრთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე სულ სხვა ხალხი ვიგულისხმე. თუმცა ვიმეორებ, ამაზე ჯერ მხოლოდ ვფიქრობთ, თორემ საქმის გადაწყვეტასა და საბოლოო წერტილის დასმამდე ჯერ ძალიან შორს ვართ. თუნდაც იმიტომ, რომ კონკრეტულ მოლაპარაკებამდე ჯერ საქმე არც მისულა.
რუსთავის "მეტალურგი" დიდ ვალებშია და აქედან გამომდინარე, ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"