დღის მთავარი მატჩი გორში გაიმართა, სადაც სადისციპლინო კომიტეტისგან დასჯილმა "დილამ" "სამტრედიას" უმაყურებლოდ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა - 1:0. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 64-ე წუთზე გურამ ადამაძემ თავით ეფექტური გოლი გაიტანა.
ამ გამარჯვებამ გორის "დილას" სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოსთან" ჩამორჩენის 2 ქულამდე შემცირების საშუალება მისცა, თუმცა ამ უკანასკნელს სხვაობის კვლავ გაზრდა 22 ნოემბერს, ზუგდიდში შეეძლება.
მცხეთაში "ვიტ ჯორჯია" რუსთავის "მეტალურგთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. სტუმართაგან დუბლით დავით გელაშვილი
დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა ქობულეთში, სადაც ბათუმის "დინამომ" ბოლნისის "სიონი" მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი წააგო, საბოლოოდ მაინც მოიგო - 2:1.
სტუმრები ანგარიშში უკვე 24-ე წუთზე ზვიად ლობჟანიძემ დააწინაურა. "დინამოს" გათანაბრება ჯერ 53-ე წუთზე შეეძლო, თუმცა ამირან მუჯირმა პენალტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, ბათუმელთა ლეგენდამ 61-ეზე მაინც გაიტანა, 79-ეზე კი უკვე თეიმურაზ შონიამ აიღო "სიონის" კარი და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სამტრედიაში გამართულ შეხვედრაში, რომელშიც მარტვილის "მერანმა" ფოთის "კოლხეთი" მიიღო, გოლი არ გასულა.
ტურის დარჩენილი ოთხი მატჩი შაბათს, 22 ნოემბერს გაიმართება.
იხილეთ: უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინ: ლოგიკა თუ ცრურწმენა?
ჯერ სადა ხართ,მალე აუტსაიდერებში იქნებით ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლთა რიგებში.
ეს ზამთარაძე დაგიზამთრებენ კარგ განწყობას :)
რამდენიმე დღეში განმეორებით მატჩში ბათუმთან დაემშვიდობებით თასის გათამაშებას და ევროსაგზურის უკანასკნელ იმედს :)
არა შეჯდა მწყერი ხესა,არა იყო ჯიში მისი.
სამტრედიის მუდმივი პრობლემა იყო არა მწვრთნელები, არამედ კლუბის უაზრო მენეჯმენტი,ახლა კი მწვრთნელიც დაუმატეს...