ქუთაისის "ტორპედო": "ვისოლი" ოფიციალურად წავიდა, დარჩა ბიუჯეტის იმედი

AutoSharing Option
სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ "ტორპედოდან" მისი ყოფილი ხელმძღვანელები - გია ხურციძე და გიორგი დემეტრაძე წავიდნენ, ხოლო კომპანია "ვისოლი" დეკემბრამდე კლუბის დაფინანსებას დათანხმდა.

მაგრამ ქუთაისური კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ფრუიძემ გვითხრა, რომ "ვისოლი" კლუბიდან ოფიციალურად წავიდა:

"სულ იყო ლაპარაკი იმაზე, როდემდე იქნებოდა "ვისოლი" კლუბის დამფინანსებელი. რამდენიმე დღის წინ კლუბის მმართველობაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა და "ვისოლი" "ტორპედოდან" წავიდა.

ამის მიუხედავად, კომპანიამ ჩვენს ანგარიშზე გარკვეული თანხა მაინც დატოვა, რომ დეკემბრამდე პრობლემები არ შეგვექმნას და ჩემპიონატი დავამთავროთ".

ფრუიძეს "ტორპედოს" ახალ მეპატრონეზეც ვკითხეთ:

"კლუბი
ახლა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდა. არის დაფინანსების დაპირება და იმედი გვაქვს, გუნდს პრობლემა არ შეექმნება.

ამ იმედს იმერეთის გუბერნატორის, ზაზა მეფარიშვილისა და ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ფეხბურთისადმი და საერთოდ, სპორტისადმი დამოკიდებულება მაძლევს. ისინი კალათბურთის გუნდს უვლიან, დარბაზში საფარი შეცვალეს და ყურადღებას არ აკლებენ.

ანალოგიური მდგომარეობაა ფეხბურთთან მიმართებაშიც. იციან, რას ნიშნავს "ტორპედო" ქუთაისისთვის. ამიტომაც მგონია, რომ სერიოზული პრობლემები არ შეგვექმნება".

"ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი დაფინანსების ოდენობას არ მალავს:

"მალე ყველა ქალაქსა და რაიონში 2015 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ. ცხადია, განაცხადი "ტორპედოს" სახელითაც უნდა შევიდეს.

ჩვენ დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ აუცილებელი საჭიროებებისთვის - შეკრებებზე რომ გავემგზავროთ, იყოს ნორმალური სავარჯიშო პირობები, კვება, ეკიპირება, ბურთები და მინიმალური ხელფასები, დაგვჭირდება 1,5-2 მილიონი ლარი, სუფთა დარიცხვით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
რას დარბიან იქით აქეტ,ან იყონ და მოუარონ გუნდს ან არა და ....
bacho
11:44 25-11-2014
0
ერთი თეთრი არ უნდა გამოუყო ბიუჯეტიდან, ისედაც ჯანდაცვას, განათლებას და ათას საჭირო რაღაცას არ ყოფნის ფული და ეს ნახევრადმკვდარი გუნდები რატო უნდა დააფინანსონ ხალხის ფულით
nika
12:00 25-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული