გურამ რუხაძე: არ ვეთანხმები შეფასებას, რომ ფედერაციამ თანხა წყალში გადაყარა

AutoSharing Option
ფოტოზე: "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე

დედაქალაქური "ვიტ ჯორჯია" ბოლო დროს ძველებურად ვეღარ ყოჩაღობს. ზურაბ ბერიძის გაწვრთნილი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მოკრძალებულ, მე-14 ადგილზეა.

"ვიტ ჯორჯიას" დამრიგებელს შევეხმიანეთ და ბოლოდროინდელი არათანაბარი ასპარეზობის მიზეზების ახსნა ვთხოვეთ.

"ჩემი აზრით, ბოლო დროს ზედმეტად ვირწმუნეთ საკუთარი თავის. ეს მხოლოდ ფეხბურთელებს არ ეხებათ, ჩემი ბრალიცაა და არანაირად არ გავურბივარ პასუხისმგებლობას", - ამბობს ბერიძე.

ხომ არ არის ბოლოდროინდელი არათანაბარი თამაში "ვეტერინართა" ახალგაზრდული ასაკის ბრალი?

"არა, ეს უნდა გამოვრიცხოთ. მე მჯერა ამ ბიჭების. კი, ძალიან ახალგაზრდები
არიან, მაგრამ თუ სხვა მატჩებში ითამაშეს კარგად, ახლა ასაკი ვერაფრით იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი", - ესეც ბერიძის აზრია.

როდის გაიხსენებს "ვიტ ჯორჯია" საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვების გემოს?

"ჩვენ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და შედეგი აუცილებლად მოვა. ბიჭები მოტივირებულნი არიან. მათთან მუდმივი საუბრები მაქვს და ეს შედეგს გამოიღებს. ჩემი აზრით, ეს არასტაბილურობა დროებითი მოვლენაა".

ბერიძესთან საუბრის შემდეგ "ლელო" "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს დაუკავშირდა.

- ბატონო გურამ, რისი ბრალი უნდა იყოს ბოლო დროის შედარებითი არასტაბილურობა? არადა, მთელ რიგ შეხვედრებში "ვიტ ჯორჯიას" თამაშის ხარისხი ნამდვილად არ დაეწუნებოდა...
- რთული თამაშები მიეწყო ერთმანეთს. ალბათ, ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მჯერა, მდგომარეობას მალე გამოვასწორებთ. გუნდში ყველაფერი რიგზეა.

- ...მათ შორის, ფინანსური კუთხითაც?
- დიახ, ფინანსურადაც. როგორც იცით, ფეხბურთის ფედერაცია დაგვეხმარა. შეიძლება, სხვადასხვა დროს იყო უმნიშვნელო შეფერხებები, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემა არ გვქონია.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფედერაციამ ეს თანხა წყალში გადაყარა...
- ასეთ შეფასებას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. პირველი დახმარება იყო წლის დასაწყისში. მაშინ ისე იყო საქმე, რომ შეიძლებოდა, ჩემპიონატი ბოლომდე ვერ მიგვეყვანა.

ჩვენი კლუბის მაგალითზე გეტყვით - როგორ არის წყალში გადაყრილი ეს ფული, თუ ფეხბურთელს 200, 300 ან 400 ლარით მოემატება ხელფასი? რატომ არ არის ეს სოციალური პროექტი? ჩვენ ხომ ძვირად ღირებულ უცხოურ ტრანსფერებს არ ვახორციელებთ ამ ფულით? ეს თანხა ჩვენს ბიუჯეტს ეხმარება.

- ბატონო გურამ, მოახერხებთ თუ არა გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას?
- კი, ჩვენ ზამთრის პაუზამდე დარჩენილი მატჩები მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ და სეზონის განახლების შემდეგაც არ უნდა დავუშვათ დაბლა თამასა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბიუჯეტის ფული სწორედაც რო ხალხზე უნდა მიდიოდეს... ფეხბურთელები არ არიან ელიტის წარმომადგენლები, გასაპროტესტებელი ისაა, ხაზინის ფულებით რო ყიდულობენ ჯიპებს ყოველდღე, და რო დასისინებენ მერე ესკორტების თანხლებით. უსაქმურები რომ სხედან მთავრობაში და პარლამენტში... ისე კი რუხაძემ რომ ფეხბურთი იცის, და ესმის, მასე იცოდეს ზოგმა... მენეჯერად რო არ ვარგოდეს, ვერ ააწყობდა ისეთ სისტემას, რითაც მინიმალური ხარჯებით, ამდენი წელი უმაღლეს ლიგაში გუნდი ყავს.
ჰასან ცეცხლაძე
20:15 28-11-2014
0
ისე სიჭინავა უნდა წავიდეს!გუნდების პრეზიდენტებიც უნდა წავიდნენ! ფეხბურთელებიც უნდა წავიდნე(თურმე ხელფასებს იგებენ)!და ყველა უნდა წავიდეს ქართული ფეხბურთიდან,ამის მერე გვეშველება და აღარასოდეს წავაგებთ
ilia
14:05 26-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული