ცივმა და წვიმიანმა ამინდმა მატჩს თავისი დაღი დაასვა. პირველ ტაიმში სახიფათო ეპიზოდები იშვიათად იქმნებოდა. მასპინძლებიდან თავის გამოჩენა შეეძლოთ გიორგი გაბედავას, გრიგოლ დოლიძესა და ლეონარდო რამოსს, მაგრამ ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს. თავის მხრივ, სიზუსტემ საჩხერელთა ფორვარდ თორნიკე მუმლაძესაც უმტყუნა.
მეორე ნახევარში "სამტრედია" მოედანზე გაასმაგებული ენერგიით გავიდა და შედეგსაც მიაღწია, მაგრამ ეს მხოლოდ შეხვედრის მიწურულს მოახერხა. ზაზა ზამთარაძის გუნდი უფრო და უფრო მწვავედ უტევდა.
თუმცა მალე შეცვლაზე შესულმა ზვიად სიხარულიამ მუმლაძის მშვენიერი გადაცემით ისარგებლა და თანაფარდობა აღადგინა - 1:1.
საჩხერელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - რევაზ გეწაძის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთისთვის შეცვლაზე შესულმა ილია კერძევაძემ იბრძოლა და თავური დარტყმით "სამტრედია" მეორედაც დააწინაურა - 2:1.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა 83-ე წუთზე დუბლიც შეასრულა: ვა-ბანკზე წასულ სტუმრებს მასპინძელთა კონტრშეტევა გამოეპარათ. გეწაძემ მარჯვენა ფლანგზე შეტევა გრიგოლ დოლიძეს გაუგრძელა, მან კი საჯარიმოში კერძევაძე მოძებნა და 3:1, რაც საბოლოო ანგარიში გამოდგა.
ამ მოგებით "სამტრედიამ" 24 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე დაწინაურდა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
30.11. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 2 500 მაყურებელი
სამტრედია-ჩიხურა 3:1
გოლები: 1:0 გორგიაშვილი (67. კვირკველიას პასით), 1:1 სიხარულია (78. მუმლაძის პასით), 2:1 ი. კერძევაძე (79. გეწაძის პასით), 3:1 ი. კერძევაძე (83)
სამტრედია: მუჯრიშვილი, ბეჭვაია, პაჭკორია, შალიკაშვილი, კვირკველია, დათუნაიშვილი, გორგიაშვილი, დოლიძე (88. პავლიაშვილი), გეწაძე, გაბედავა (74. შ. კერძევაძე), ლეონარდო (77. ი. კერძევაძე).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, დვალიშვილი, ქებაძე, მელქაძე.
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ბაჯელიძე (72. სიხარულია), ჭელიძე, ქიმაძე, მუმლაძე, კორიფაძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, ოდიკაძე.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ზ. ნადირაძე, თ. ნადირაძე, ივანიშვილი, იაკობაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: დობროვოლსკი (61), დათუნაიშვილი (71), ღონღაძე (71)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია
ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
მომდევნო ტური
5 დეკემბერი, შაბათი
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-შუქურა
სპარტაკი-კოლხეთი (ფ)
6 დეკემბერი, კვირა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ჩიხურა-დინამო (თბ)
ტორპედო-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-დილა
გურია-სიონი
საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, პარასკევი
დინამო (თბ)-ჩიხურა
ლაშა კახიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"