სამტრედია-ჩიხურა 3:1 - "სამტრედია" ტემპს არ აგდებს

AutoSharing Option
სამმატჩიანი ჩავარდნის შემდეგ "სამტრედია" ბათუმის "დინამოსთან" თასზე მოგებამ ისე მოაფერიანა, ტემპი არც საჩხერის "ჩიხურასთან" დააგდო და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა.

ცივმა და წვიმიანმა ამინდმა მატჩს თავისი დაღი დაასვა. პირველ ტაიმში სახიფათო ეპიზოდები იშვიათად იქმნებოდა. მასპინძლებიდან თავის გამოჩენა შეეძლოთ გიორგი გაბედავას, გრიგოლ დოლიძესა და ლეონარდო რამოსს, მაგრამ ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს. თავის მხრივ, სიზუსტემ საჩხერელთა ფორვარდ თორნიკე მუმლაძესაც უმტყუნა.

მეორე ნახევარში "სამტრედია" მოედანზე გაასმაგებული ენერგიით გავიდა და შედეგსაც მიაღწია, მაგრამ ეს მხოლოდ შეხვედრის მიწურულს მოახერხა. ზაზა ზამთარაძის გუნდი უფრო და უფრო მწვავედ უტევდა.

67-ე წუთზე დავით კვირკველიამ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას თორნიკე გორგიაშვილმა დაასწრო და ზუსტად დაარტყა - 1:0.

თუმცა მალე შეცვლაზე შესულმა ზვიად სიხარულიამ მუმლაძის მშვენიერი გადაცემით ისარგებლა და თანაფარდობა აღადგინა - 1:1.

საჩხერელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - რევაზ გეწაძის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთისთვის შეცვლაზე შესულმა ილია კერძევაძემ იბრძოლა და თავური დარტყმით "სამტრედია" მეორედაც დააწინაურა - 2:1.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა 83-ე წუთზე დუბლიც შეასრულა: ვა-ბანკზე წასულ სტუმრებს მასპინძელთა კონტრშეტევა გამოეპარათ. გეწაძემ მარჯვენა ფლანგზე შეტევა გრიგოლ დოლიძეს გაუგრძელა, მან კი საჯარიმოში კერძევაძე მოძებნა და 3:1, რაც საბოლოო ანგარიში გამოდგა.

ამ მოგებით "სამტრედიამ" 24 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე დაწინაურდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
30.11. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 2 500 მაყურებელი
სამტრედია-ჩიხურა 3:1
გოლები: 1:0 გორგიაშვილი (67. კვირკველიას პასით), 1:1 სიხარულია (78. მუმლაძის პასით), 2:1 ი. კერძევაძე (79. გეწაძის პასით), 3:1 ი. კერძევაძე (83)
სამტრედია: მუჯრიშვილი, ბეჭვაია, პაჭკორია, შალიკაშვილი, კვირკველია, დათუნაიშვილი, გორგიაშვილი, დოლიძე (88. პავლიაშვილი), გეწაძე, გაბედავა (74. შ. კერძევაძე), ლეონარდო (77. ი. კერძევაძე).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, დვალიშვილი, ქებაძე, მელქაძე.
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
ჩიხურა: ქვილითაია, ღონღაძე, ბაჯელიძე (72. სიხარულია), ჭელიძე, ქიმაძე, მუმლაძე, კორიფაძე, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, ოდიკაძე.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ზ. ნადირაძე, თ. ნადირაძე, ივანიშვილი, იაკობაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: დობროვოლსკი (61), დათუნაიშვილი (71), ღონღაძე (71)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5

მომდევნო ტური
5 დეკემბერი, შაბათი
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-შუქურა
სპარტაკი-კოლხეთი (ფ)

6 დეკემბერი, კვირა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ჩიხურა-დინამო (თბ)
ტორპედო-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-დილა
გურია-სიონი

საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, პარასკევი
დინამო (თბ)-ჩიხურა

ლაშა კახიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 5 /
არ მინახავს თამაში თუმცა შედეგიტ ფრიად ნასიამოვნები ვარ. ასე გააგრძლეთ ბეჯო. თქვენ გენაცვალეთ სამტრედიელებო
chiko
16:16 01-12-2014
0
ჩიხურა მაოზროვნე და გამართული სისტემის მქონე კლუბია ))) კარგი იყო ))) გაძლებაზე იყო ორი ტაიმი. სამტრედიამ სწორი ფეხბურთის ხარჯზე მოიგო + ბრძოლა + მწვრთნელი რომელიც შეტევით და აგრესიულ ფეხბურთ ათამაშებს.
Giorgi
15:07 01-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული