11:00 01-12-2014
შუქურა-ტორპედო 2:1 - ფროლოვის ხელი [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. პირველ ხუთ წუთში ლაშა ჩაფიძეს ორი დიდებული შანსი ჰქონდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. იქვე, ზვიად მეტრეველმა დაარტყა, თუმცა გამოცდილ ფორვარდს მეკარე საბა ცაბუტაშვილმა არ გაატანინა.
მე-11 წუთისთვის "ტორპედო" გამოფხიზლდა. გოგი ფიფია საჯარიმოს გარედან ძლიერად ურტყამდა - მეკარე თეიმურაზ კაკალაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. მალე კვერნაძეს შეეძლო გატანა, თუმცა კვლავ კაკალაძემ ივარგა.
მე-20 წუთზე ჩაფიძემ შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ცაბუტაშვილი ბურთს ნახტომში დაეუფლა. ტაიმის ბოლომდე "შუქურა" ფლობდა უპირატესობას, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.
მეორე ტაიმმა პირველს სანახაობრივი თვალსაზრისით აშკარად აჯობა. 49-ე წუთზე თოდუამ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა მამასახლისს, თუმცა ამ უკანასკნელს გადამწყვეტ მომენტში სიზუსტემ უმტყუნა.
ჰოდა, ამოქმედდა ძველთაძველი საფეხბურთო ჭეშმარიტება და "შუქურამ" მეტოქე გამოუყენებელი შანსისთვის დასაჯა. ქობულეთელებმა "სტანდარტული" შეასრულეს. ბურთი მოუვიდა დავით ხოჭოლავას, ვინც ერთი შეხებით დაუსვა წერტილი შეტევას.
მართალია, "ტორპედო" გამოცოცხლდა, მაგრამ თავდაპირველად საგოლე მომენტებამდე საქმე იშვიათად მიდიოდა. ამ დროს რევაზ ძოძუაშვილმა პირველ ცვლილებას მიმართა, აქტიურმა მამასახლისმა კი ერთხელაც დაარტყა ქობულეთელთა კარისკენ.
ქუთათურებს აქტიურობამ მაინც არგოთ. 65-ე წუთზე თენგიზ ჩიკვილაძემ ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც საჰაერო ბურთისთვის ბრძოლაში ტანმორჩილმა გოგი ფიფიამ იყოჩაღა და ანგარიში გაათანაბრა.
ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა. ბრძოლა, ძირითადად, მინდვრის ცენტრში მიმდინარეობდა. ასე იყო მე-80 წუთამდე. მერე ისევ მასპინძლებმა იგდეს ხელთ თამაშის სადავეები და 82-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანეს. მცველების შეცდომის შემდეგ ზაზა ტუღუში მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და შანსი აუღელვებლად გამოიყენა - 2:1.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
30.11. ქობულეთი. "ჩელე არენა". 500 მაყურებელი
შუქურა-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ხოჭოლავა (52), 1:1 ფიფია (65), 2:1 ტუღუში (82)
შუქურა: კაკალაძე, ჩალაძე, გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, კუხიანიძე, ლობე, ტუღუში, მესხი (62. კოპალიანი), ჩაფიძე (67. ტაკიძე), მეტრეველი (88. ბერუაშვილი).
სათადარიგოები: ჯიოევი, გონსალესი, კომახიძე
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
ტორპედო: ცაბუტაშვილი, გელაშვილი (56. გოგიჩაიშვილი), აბრამიძე, ჩაკვეტაძე, ბონდარენკო, თოდუა (84. კვასხვაძე), ჩიკვილაძე, მამასახლისი, ბაბუნაშვილი, ფიფია, კვერნაძე.
სათადარიგოები: თებიძე, დრევალი, ელიავა, მახვილაძე, ქებურია
მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
გაფრთხილება: ბაბუნაშვილი (7), ბონდარენკო (74)
არბიტრი: ხ. გაგნიძე
ბომბარდირები
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
მომდევნო ტური
5 დეკემბერი, შაბათი
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-შუქურა
სპარტაკი-კოლხეთი (ფ)
6 დეკემბერი, კვირა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ჩიხურა-დინამო (თბ)
ტორპედო-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-დილა
გურია-სიონი
საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, პარასკევი
დინამო (თბ)-ჩიხურა
სოსო ეგაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული