რევაზ ძოძუაშვილი "ტორპედოდან" წავიდა - 21-ე საუკუნეში ასე გუნდი ვერ აშენდება!

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი პოსტიდან გადადგა. ამის მიზეზი ბოლოდროინდელი წარუმატებლობები და კონკრეტულად გუშინდელი მატჩია, რომელშიც ქუთათურები შინ რუსთავის "მეტალურგთან" დამარცხდნენ.


გადადგომის შესახებ ინფორმაცია თავად ბატონმა რევაზმა დაგვიდასტურა:

"კონტრაქტი ყველას დაგვიმთავრდა - მეც და ფეხბურთელებსაც. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მადლობა ვუთხარით. აქედან გამომდინარე, ბევრია სალაპარაკო და სათქმელი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სეზონის დაწყებამდე 4-თვიანი კონტრაქტები გავაფორმეთ.

21-ე საუკუნეში ასე გუნდი ვერ აშენდება. ქუთაისში მუშაობა დავამთავრე, კლუბში ახალი ხელმძღვანელობაა და ის
გადაწყვეტს, ვინ მიიყვანოს მწვრთნელად და რა კონტინგენტს დაეყრდნოს. იმედია, "ტორპედო" გულშემატკივრებს ისევ გაახარებს".

კომენტარისთვის "ტორპედოს" დირექტორ დავით ფრუიძესაც დავუკავშირდით:

"ბატონ რევაზს და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებს კლუბთან კონტრაქტები დაუმთავრდათ. მატჩის შემდეგ "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ მათ მადლობა გადაუხადა და საერთო შეთანხმებით გადაწყდა, რომ კონტრაქტი აღარ გაგრძელდებოდა.

სამწუხაროდ, გუნდი არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა და წასვლა თავად ბატონი რეზოს სურვილიც იყო. ცხადია, სხვა მწვრთნელის მოყვანა მოგვიწევს.

ახალი მწვრთნელის კანდიდატურები ჯერ არ განხილულა. ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა და მოსაფიქრებლად დრო კიდევ გვაქვს".

შეგახსენებთ, რომ ძოძუაშვილმა გუნდი წლეულს, ზამთარში ჩაიბარა. მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპი ქუთაისელებმა მე-13 ადგილზე დაასრულეს.

ბატონი რევაზის ხელმძღვანელობით, გუნდმა ბოლოს 21 სექტემბერს, "სამტრედიასთან" გასვლითი შეხვედრა მოიგო (1:0). მას შემდეგ ქუთაისელებმა ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარეს ("მეტალურგის" ჩათვლით) და გამარჯვება ვერ მოიპოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
გამოსავალი ერთია გვჭირდება ისეთი მწრვთნელები რომლებიც ახალგაზრდებს ასწავლიან ფეხბურთს, ჩვენ მაინც საკლუბო დონეზე ვერ გავქაჩავთ და ჯობია ბ ავშვებს მაინც ვასწავლოთ, რამე. ღატ უნდათ აბარამიძეები და ბებრები რა პერსპექტივა აქვთ
სანამ ცხელია დალიე
23:05 14-12-2014
0
ფუი
მოდი აგერ!
23:02 14-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული