გადადგომის შესახებ ინფორმაცია თავად ბატონმა რევაზმა დაგვიდასტურა:
"კონტრაქტი ყველას დაგვიმთავრდა - მეც და ფეხბურთელებსაც. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მადლობა ვუთხარით. აქედან გამომდინარე, ბევრია სალაპარაკო და სათქმელი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სეზონის დაწყებამდე 4-თვიანი კონტრაქტები გავაფორმეთ.
21-ე საუკუნეში ასე გუნდი ვერ აშენდება. ქუთაისში მუშაობა დავამთავრე, კლუბში ახალი ხელმძღვანელობაა და ის
კომენტარისთვის "ტორპედოს" დირექტორ დავით ფრუიძესაც დავუკავშირდით:
"ბატონ რევაზს და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებს კლუბთან კონტრაქტები დაუმთავრდათ. მატჩის შემდეგ "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ მათ მადლობა გადაუხადა და საერთო შეთანხმებით გადაწყდა, რომ კონტრაქტი აღარ გაგრძელდებოდა.
სამწუხაროდ, გუნდი არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა და წასვლა თავად ბატონი რეზოს სურვილიც იყო. ცხადია, სხვა მწვრთნელის მოყვანა მოგვიწევს.
ახალი მწვრთნელის კანდიდატურები ჯერ არ განხილულა. ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა და მოსაფიქრებლად დრო კიდევ გვაქვს".
შეგახსენებთ, რომ ძოძუაშვილმა გუნდი წლეულს, ზამთარში ჩაიბარა. მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპი ქუთაისელებმა მე-13 ადგილზე დაასრულეს.
ბატონი რევაზის ხელმძღვანელობით, გუნდმა ბოლოს 21 სექტემბერს, "სამტრედიასთან" გასვლითი შეხვედრა მოიგო (1:0). მას შემდეგ ქუთაისელებმა ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარეს ("მეტალურგის" ჩათვლით) და გამარჯვება ვერ მოიპოვეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"