ხმები: "დინამო" ჯიღაურს, გიგაურს, თებიძეს, ტაბატაძეს და მარკოზაშვილს იმატებს

AutoSharing Option
ფოტოზე: დაუბრუნდება თუ არა ჯიღაური "დინამოს", მალე შევიტყობთ

ჯაბა ჯიღაურს
საჩხერის "ჩიხურასთან" იჯარის ვადა გაუვიდა და უცნობია, მეორე წრეში სად ითამაშებს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის ტრანსფერი თბილისის "დინამოს" ეკუთვნის და, ცხადია, პირველი კითხვა ამასთან დაკავშირებით ჩნდება - დაუბრუნდება თუ არა ჯიღაური თბილისურ კლუბს?

ამაზე პასუხი "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს ჯერ არ აქვს:

"ჯიღაური "დინამოს" ფეხბურთელია. თბილისურ კლუბს ზაფხულში მისი დაბრუნება მას შემდეგ სურდა, რაც ჩეხი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილმა შეცვალა, მაგრამ ჯაბას ჩვენთან საიჯარო კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდა და დარჩენა
ამჯობინა. ახლა არ ვიცი, "დინამო" და თავად ფეხბურთელი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ".

ლაპარაკია იმაზეც, თითქოს, "დინამოს" ხელმძღვანელობა ცხინვალის "სპარტაკის" ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველით, დავით გიგაურითაა დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ გიგაური გიორგი დევდარიანის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ და შარშან ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრაც ჩაატარა.

ამას გარდა, ქუთაისელი გულშემატკივრები დარდობენ, რომ შესაძლოა, "დინამოში" "ტორპედოს" სამი მოთამაშე გადავიდეს - მეკარე გაბრიელ თებიძე, ვაჟა ტაბატაძე და თემურ მარკოზაშვილი.

მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ხმებია და არ დასტურდება. ინფორმაციის გადამოწმება თბილისის "დინამოში" ვცადეთ:

"კონკრეტული ცვლილებების შესახებ, თუ ვინ დატოვებს "დინამოს" რიგებს და ვის ექნება გუნდში თამაშის პატივი, მომავალში გახდება ცნობილი. "დინამოს" სიახლეების შესახებ ამბებს ჩვენც ვაზუსტებთ და მოგვიანებით მოგახსენებთ", - ამბობს "დინამოს" პრესატაშე გიგა გვენცაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
უცხოელები იყიდოს.
levichcr7
08:17 18-12-2014
0
წინა პოსტიც გამოაქვეყნეთ და უფრო გასაგები იქნება ამ პოსტის შინაარსი...
patikoo11@mail.ru
17:53 17-12-2014
0

myquiz

სიახლეები პოპულარული