სიმართლე გითხრათ თუ შევალამაზო? ზურაბ ხიზანიშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, ზურაბ ხიზანიშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა. ამ გადაწყვეტილებასა და ჩვენი ფეხბურთის პრობლემებზე ვეტერანი მცველი "ლელოს" ესაუბრა:

"კონტრაქტი დეკემბერში დამიმთავრდა. კლუბმა მისი გახანგრძლივება აღარ შემომთავაზა და წამოვედი. სამწუხაროდ, გუნდს ხეირიანად ვერც დავეხმარე - 3 თვეში მხოლოდ 4 თამაში ჩავატარე.

ახლა ვერც ვამბობ, კარიერას რომელ გუნდში გავაგრძელებ, რადგან კონკრეტული წინადადება არ მაქვს. თუ ახალი არაფერი გამოჩნდა, ჩემს გუნდს ხომ არ ჩამოვაყალიბებ?

სხვა რა გზაა, ფეხბურთისთვის თავის დანებება მომიწევს. თუმცა ჯერ ამაზე ფიქრი მაინც არ მსურს", - ამბობს ხიზანიშვილი.

33 წლის მცველს
კითხვა ეროვნული ჩემპიონატის შესახებაც დავუსვით:

"სიმართლე გითხრათ თუ შევალამაზო? ხუმრობა იქით იყოს და, გულდასაწყვეტია, რაც აქ ვნახე. უცხო ქვეყანაში ხომ არ ჩავსულვარ, ინტერნეტით თვალყურს ვადევნებდი და ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ რა მოედნებიც საქართველოში ვნახე, საშინელებაა.

ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად, ხელოვნურ საფარს ვერიდებოდი. აქ რაც გვაქვს, იმას საფარი არ ჰქვია. იქ თამაშის შემდეგ 20 წლის ბიჭები ორი დღე ვერ ვარჯიშობენ და ტრავმის რისკიც საკმაოდ დიდია".

ხიზანიშვილი ქართული ფეხბურთის სხვა პრობლემებზეც გველაპარაკა:

"ახლაც იმ აზრზე ვარ, რასაც ჩამოსვლისას ვამბობდი: ბევრ ცნობილ ლიგაში მითამაშია, მაგრამ "დინამოში" მაინც განსაკუთრებული ხალისით დავბრუნდი. გუნდის ასეთი ბაზა, სტადიონი, სავარჯიშო მოედნები და ორგანიზება მხოლოდ "რეინჯერსში" იყო, სხვაგან არსად მინახავს. ეს კი ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს.

რომან ფიფია დიდ საქმეს აკეთებს, მაგრამ გავიხედოთ აქეთ-იქით, ასეთი პირობები სხვა რომელ კლუბს აქვს? ეს გარემო კი საერთო დონესა და მოთამაშეთა კლასზე ახდენს გავლენას და ქართულ ფეხბურთს ძალიან უკან სწევს.

Sportall.Ge

ახლა ყველაფერი რომ ვთქვა, არასწორი იქნება, რადგან ახალგაზრდები მოდიან და შესაძლოა, ჩემმა სიტყვებმა მათზე უარყოფითად იმოქმედოს და ის მცირე იმედიც მოუკლას, რაც ფეხბურთში სტიმულს იძლევა. ამიტომ ბოლომდე თქმას მოვერიდები.

მაყურებელი არ არის და, ფაქტობრივად, ჩემპიონატის მატჩს კი არა, ვარჯიშებს ვატარებთ. ფეხბურთში კი მთავარი სტიმული ხალხის ემოცია და ტრიბუნებია. აქ ეს ფაქტორი არ არსებობს.

თქვენთან დათო სირაძის ინტერვიუ წავიკითხე (იხილეთ ვრცლად). ვეთანხმები: 15 წელია გასული, რაც საქართველოდან წავედი და ადრინდელი და ახლანდელი დონე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მაშინ გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატი გვქონდა.

მესმის, რომ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ სტადიონი რომ სტადიონს არ ჰგავს, გუნდები სხვა ქალაქებში თამაშობენ და ქომაგს ჩემპიონატი არ აინტერესებს, ეს არის სწორედ ყველაფრის განმსაზღვრელი. თუ ამას არ მოევლება, პროგრესი არ გვექნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
შენ ის ბიჭი არ ხარ ამას წინათ ქეცბაიას რომ აგინებდი, იმდენი მაგარი მოთამაშეა, თან ახალგაზრდებიო, რომ გაახილოს თვალი და ნახავსო, თან ბევრი ჩემზე ბევრად მაგრებიც კი არიანო? ეს "სიბრძნე" ბევრმა მაშინვე გაშიფრა, მათ შორის მეც, რადგან თუ შენზე მაგარი ახალგაზრდების ყოლა თუ შეეძლო დინამოს, მაშინ შენ რატომ აგიყვანეს? თანაც თუნდაც შენზე მაგარი ახალგაზრდა საქართველოში ბევრად იაფი იქნება ვიდრე შენ. და თუ მოედნების გამო ადამიანი ვერ ვარჯიშობს წესიერად და მის ნიჭს თუ ვერც ვარჯიშზე და ვერც თამაშზე ნახავ, მაშინ ის სადღა ნახე რომ მაგრები არიან?
მოკლედ პირადად მე ძალიან გული დამწყვიტე შენი არაადეკვატური კომენტარებით ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიმართ. ახლა კი თავად ნახე (სირაძესაც ეთანხმები), რომ ჩვენი ჩემპიონატის დონემ საგრძნობლად დაბლა დაიწია და აქედან გამომდინარე ისიც ნახე ეტყობა, რომ ჩვენი ნაკრების წარუმატებლობა პირდაპირ კავშირში არ იყო ქეცბაიასთან. ეს ქეცბაიას დასაცავად არ მითქვამს, უბრალოდ რეალობაა ასეთი, ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს, შენ კი ნიჭიერი თაობის ფეხბურთელებს მიეკუთვნები, მაგრამ ამჟამად სულ სხვაა რეალობა. შენ , შენი თაობის და უფრო ადრინდელი თაობის ფეხბურთელებს უარეს პირობებში გიწევდათ ვარჯიშიც და თამაშიც, მაგრამ ყველა ტოპ ქვეყნების ტოპ ლიგებსა თუ სერიებში თამაშობდით და თქვენთვის ქართულ პასპორტს ხელი არ შეუშლია არსად, როგორც ეს ერთ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა იკადრა რამდენიმე დღის წინ (ამავე საიტზე დევს მისი ინტერვიუ).
ასე რომ თვალი გავუსწოროთ რეალობას და ტყუილუბრალოდ ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას
გულშემატკივარი
12:17 23-12-2014
0
რა აგრესიაა. აზრი მითხარი ფეხბურთის ყურების ამდენ უარყოფით ემოცაის თუ გაძლევს და სხვებზეც ავრცელებ. ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ. საზიზღრობაა მეტი არაფერი.
nika
17:17 22-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული