ქუთაისის საკრებულოში "ტორპედოს" დაფინანსებაზე მსჯელობისას დეპუტატებმა იჩხუბეს

AutoSharing Option
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" დაფინანსების თემამ დეპუტატებს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

ვიქტორ დოლიძის გაღიზიანება ამირან ძოწენიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც დეპუტატებს განუცხადა, რომ "ვისოლმა" კლუბის სპონსორობაზე უარი თქვა, ხოლო ქალაქის ბიუჯეტი კლუბის დაფინანსებას ვერ შეძლებდა.

"ყველამ უნდა მოჰკითხოს ქალაქის მერს, რომელიც ამბობდა, რომ "ტორპედოს" სპონსორი უნდა მოუძებნონ. ის ამბობდა, რომ "ვისოლი" უნდა წავიდეს და "ტორპედოს" მოუძებნიან უკეთეს სპონსორს", - განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

ჩხუბის დასრულების შემდეგ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა - ამირან ძოწენიძემ და გია უკლებამ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე მეცხრე სხდომაზე ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. ერთ-ერთი ცვლილება კლუბ "ტორპედოს" დაფინანსებას შეეხებოდა.

"ვისოლი ჯგუფმა" საფეხბურთო კლუბის სპონსორობაზე უარი 2 კვირის წინ განაცხადა, რის გამოც მას ჯარიმის სახით 500 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. "ვისოლმა" ამ ეტაპზე უკვე 100 ათასი ლარი გადარიცხა კლუბის ანგარიშზე.

წყარო: newpress.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
მერე შექმენით ქოცებმა ეგ გარემო, ვინ გიშლით, რას ელოდებით
mamuka09ze
08:50 25-12-2014
0
მხოლოდ პოპულისტ იდიოტს თუ მოუვა თავში ისეთი უაზრო ხარჯების გაღება, როგორიცაა ტორპედოს (ან ნებისმიერი სხვა კლუბის) დაფინანსება, რაო კომუნიზმში დავბრუნდით უკვე? რატომ უნდა ვუხადო მე ხელფასი და პრემია ვიღაც ბალერონებს, ვისაც სირბილი ეზარება? და კიდევ ერთიც ჩათვალეთ რომ კორუფციის სერიოზულ ბუდეს აკეთებთ!!!
leonardo
22:03 24-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული