თბილისის "დინამოში" ჯაბა ჯიღაური და ჯონი ჯერემია ვარჯიშობენ

AutoSharing Option
ფოტოზე: ჯაბა ჯიღაური
საშემოდგომო ეტაპის დასრულების შემდეგ თბილისის "დინამო" რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობა. კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და გუნდიდან წავიდნენ ომარ მიგინეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი და ირაკლი ძარია.

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, "დინამო" დატოვეს დავით საჯაიამ, გიორგი მჭედლიშვილმა და ნიკა საბანაძემ.

"ლელო" უკვე წერდა, რომ კლუბში რამდენიმე ახალწვეულია. ერთ-ერთი მათგანია ქუთაისის "ტორპედოს" მარჯვენა მცველი ვაჟა ტაბატაძე. 23 წლის ფეხბურთელი უკვე გუნდთან ერთადაა.

როგორც შევიტყვეთ, მეორე ეტაპისთვის მზადება ასევე "დინამოში" დაიწყო ჯაბა ჯიღაურმა, რომლის ტრანსფერიც თბილისურ კლუბს ეკუთვნის, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში კი იჯარით საჩხერის "ჩიხურაში"
თამაშობდა.

მათ გარდა, თბილისური გუნდის მწვრთნელები ჯონი ჯერემიასაც აკვირდებიან. "გაგრას" 21 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი გუნდში 2011 წელს ჩაირიცხა, წლის დასაწყისში იჯარით სომხურ "მიკაში" თამაშობდა, ხოლო შემდეგ ისევ "გაგრას" დაუბრუნდა.

"დინამო" "ზესტაფონიდან" თედორე გრიგალაშვილისა (მცველი) და ვახტანგ ჭანტურიშვილის (ნახევარმცველი) დამატებითაც დაინტერესდა.

შევიტყვეთ, რომ ამ სიაშია იმერელთა თავდამსხმელი ბექა მიქელთაძეც, რომელსაც ნოდარ აკობიას ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რო კიდიათ, ქართველი ბიჭების მომავალი ეგაა ზუსტად...რომელ მონაცემში ჯობია ზივზივაძეს საინტერესოა.. მიეცი რა ქართველებს გასაქანი..
0
Mtavaria dinamos gamoadges da argkidiat vis ushveben da vin moyavt?
tazo
14:09 29-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული