"სამტრედია" დავით ბოლქვაძითა და რევაზ თევდორაძით გაძლიერდა

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა "სამტრედიამ" მშვენიერი შემადგენლობა შეკრიბა, მაგრამ პირველი წრე მე-3 ადგილზე დაასრულა.

იმერული კლუბის ხელმძღვანელობას კი ჩემპიონობისთვის ბრძოლა სურს და, შესაბამისად, გაძლიერებას გეგმავს.

როგორც შევიტყვეთ, "სამტრედიაში" კარიერას გააგრძელებს დავით ბოლქვაძე, რომელზეც მარტვილის "მერანის" თამაში იყო აწყობილი. 34 წლის გამოცდილმა ნახევარმცველმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

"სამტრედიაში" ვარჯიშობს 26 წლის მეკარე რევაზ თევდორაძეც, ვისაც საქართველოს ნაკრებშიც უთამაშია, პირველი წრე კი აუტსაიდერ "ზუგდიდში" გაატარა და კარგადაც გამოიყურებოდა.

სამაგიეროდ, გუნდი დატოვა მეკარე გიორგი ბეგაშვილმა, რომელიც თემურ ქეცბაიას დროს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული