გიორგი ბეგაშვილი: სერია C-შიც რომ ჩავირიცხო, საწინააღმდეგო რა მექნება?

AutoSharing Option
ახლახან "სამტრედია" დატოვა მეკარე გიორგი ბეგაშვილმა, რომელიც თემურ ქეცბაიას დროს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი გახლდათ.

23 წლის ბეგაშვილი საჩხერის "ჩიხურას", "გაგრისა" და მარტვილის "მერანის" კარს იცავდა, სეზონი კი იჯარით "სამტრედიაში" დაიწყო.

ბეგაშვილს იმერულ კლუბთან იჯარის ვადა დაუსრულდა და, როგორც შევიტყვეთ, უცხოეთში წასვლას იმედოვნებს.

"იჯარის ვადა დამისრულდა და ახალ გუნდს ვეძებ. "სამტრედია" მის გახანგრძლივებაზე დამელაპარაკა. ჩემი ტრანსფერი მარტვილის "მერანს" ეკუთვნის და მისგან სატრანსფერო ფურცლის გამოსყიდვა მსურს.

საქმე ისაა, რომ, ჩემდა გასაკვირად, დამიკავშირდა მენეჯერი, რომელიც იტალიაში წაყვანას შემპირდა.

ახლა ვარკვევ, ეს რამდენად
რეალურია. მართალია, სერია A-ს გუნდზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ 23 წლის ვარ და სერია C-შიც რომ ჩავირიცხო, საწინააღმდეგო რა მექნება? იქნებ ამით კარიერა უფრო ავიწყო.

თუმცა, ვიმეორებ, ჯერ ზუსტად არ ვიცი, იტალიაში წასვლა რამდენად რეალურია. ჩემთვის მთავარია, რომ ვითამაშო და გავიზარდო", - ამბობს ბეგაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები აბა შენიცი ბეგაშ:) ძალიან მაგარი მეკარე ხარ !!!
ლაშა
22:14 29-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული