თბილისის "დინამოს" კარს სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა დაიცავს

AutoSharing Option
ჩისკოს წასვლის შემდეგ თბილისის "დინამოში" არც ერთი უცხოელი აღარ დარჩა, თუმცა ეს "სიცარიელე" დროებითი აღმოჩნდა: "ლელოსთან" ინტერვიუში დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ზამთრის პაუზის მერე ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის ღირსებას სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა დაიცავს.

2015 წლის 2 იანვარს ჰრდლიჩკას 29 წელი უსრულდება და "დინამოში" უკრაინის ჩემპიონატიდან, კერძოდ, ზაპოროჟიეს "მეტალურგიდან" გადმოვიდა.

ტანმაღალი მეკარე ბრატისლავის "ინტერის" აღზრდილია, გარკვეული პერიოდი ჩეხეთში, "ბრნოში" ასპარეზობდა; კარიერის საუკეთესო წლები კი სამშობლოში, "რუჟომბეროკში" გაატარა, სადაც სამი სეზონის განმავლობაში ამ გუნდის ძირითადი მეკარე გახლდათ.

2013
წლის დასაწყისიდან ამა წლის დეკემბრის ბოლომდე კი უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდის, ზაპოროჟიეს "მეტალურგის" კარს იცავდა.

აქვე იმასაც ვიტყვით, რომ ჰრდლიჩკას გარდა, მეორე წრეში "დინამოში", სავარაუდოდ, კიდევ ორი-სამი ლეგიონერის გამოჩენას უნდა ველოდოთ. თანაც, როგორც "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა გვითხრა, ამათგან ერთ-ერთი თავდამსხმელი იქნება, ერთიც - ცენტრალური ნახევარმცველი.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ არცთუ შორეულ წარსულში "დინამოში" სხვა სლოვაკი ფეხბურთელებიც თამაშობდნენ - ცენტრალური მცველი მილოშ კრშკოც და უნივერსალი შუახაზელი პეტარ გრაიციარი ნამდვილად შეგვიძლია მივაკუთვნოთ იმ ლეგიონერთა რიცხვს, საქართველოს ჩემპიონატში გარკვეული კვალი რომ დაუტოვებიათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვინმემ მიტხრას როდის განახლდება უმაგლესი ლიგის მატცჰებიიი? ? ?
ლუკა
23:11 06-01-2015
0
ლუკა - 21 თებერვალს დაიწყება უმაღლესი ლიგის მატჩები.
Burton
00:58 07-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული