თავიდან იყო ლაპარაკი, რომ საქართველოს ნაკრების კანდიდატით უმაღლესი ლიგის კლუბები დაინტერესდნენ, განსაკუთრებით კი, ქუთაისის "ტორპედო" აქტიურობდა.
მაგრამ მიგინეიშვილი ჯერ არც თავის ყოფილ კლუბში ჩარიცხულა და ხელშეკრულება სხვასთანაც არ გაუფორმებია. ამ მომენტისთვის გარკვეული მხოლოდ ის არის, რომ მიგინეიშვილი ქუთაისში არ ითამაშებს.
"რაღაც გაუგებრობა მოხდა. "ტორპედოდან" დამიკავშირდნენ, ქუთაისში ჩავედი და პირობებზეც დაველაპარაკე. ამ ხალხს სიტყვაც მივეცი, რომ სხვას აღარ
სხვათა შორის, რამდენიმე მიწვევაზე უარიც ვთქვი, რადგან მეგონა, ყველაფერი გარკვეული და გადაწყვეტილი იყო, მაგრამ... მერე გავიგე, რომ "ტორპედოში" აღარ ჩავირიცხებოდი.
არ ვიცი, რა შეიცვალა, მაგრამ ფაქტია, რომ შეთანხმება ვეღარ მოხერხდა და ახლა ისევ გუნდს ვეძებ.
ბოლო დღეებში, უმაღლესი ლიგის ორი კლუბი დამიკავშირდა და იმედია, უგუნდოდ არ დავრჩები. მთავარია, კარგი სავარჯიშო პირობები მქონდეს და ნორმალურად მოვემზადო", - ამბობს მიგინეიშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"