რაღაც გაუგებრობა მოხდა... "ტორპედოში" ომარ მიგინეიშვილი გამოირიცხა

AutoSharing Option
ზამთრის სატრანსფერო "ფანჯარა" თბილისის "დინამოში" დაწყებული ცვლილებებით გაიხსნა. კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა მეკარე ომარ მიგინეიშვილს, რომელმაც "დინამო" დატოვა და ახალი გუნდის ძიებას შეუდგა.

თავიდან იყო ლაპარაკი, რომ საქართველოს ნაკრების კანდიდატით უმაღლესი ლიგის კლუბები დაინტერესდნენ, განსაკუთრებით კი, ქუთაისის "ტორპედო" აქტიურობდა.

მაგრამ მიგინეიშვილი ჯერ არც თავის ყოფილ კლუბში ჩარიცხულა და ხელშეკრულება სხვასთანაც არ გაუფორმებია. ამ მომენტისთვის გარკვეული მხოლოდ ის არის, რომ მიგინეიშვილი ქუთაისში არ ითამაშებს.

"რაღაც გაუგებრობა მოხდა. "ტორპედოდან" დამიკავშირდნენ, ქუთაისში ჩავედი და პირობებზეც დაველაპარაკე. ამ ხალხს სიტყვაც მივეცი, რომ სხვას აღარ
დაველაპარაკებოდი...

სხვათა შორის, რამდენიმე მიწვევაზე უარიც ვთქვი, რადგან მეგონა, ყველაფერი გარკვეული და გადაწყვეტილი იყო, მაგრამ... მერე გავიგე, რომ "ტორპედოში" აღარ ჩავირიცხებოდი.

არ ვიცი, რა შეიცვალა, მაგრამ ფაქტია, რომ შეთანხმება ვეღარ მოხერხდა და ახლა ისევ გუნდს ვეძებ.

ბოლო დღეებში, უმაღლესი ლიგის ორი კლუბი დამიკავშირდა და იმედია, უგუნდოდ არ დავრჩები. მთავარია, კარგი სავარჯიშო პირობები მქონდეს და ნორმალურად მოვემზადო", - ამბობს მიგინეიშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
არიცი კიარა კარგად იცი რატომც არ შEდგა შენი ტრანსფერი...აწი ყოველ ქუთAისში ჩAსვლაზე ჯოჯოხეთს მოგიწყობენ...
Zaliko
13:47 30-12-2014
0
რა გააკეთა ასეთი? მერე მეორე რას იმუქრები ფეხები არ მოჭამოს არავინ
giorgi
17:37 30-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული