"...პაპუნაშვილს მანამდე არც დუბლებში ათამაშებდნენ და არც - "დინამო 2"-ში"

AutoSharing Option
ფოტოზე: ალექსანდრე ჩივაძე და გიორგი პაპუნაშვილი

ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელშიც უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ, ასევე, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების თავკაცები, საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად გიორგი პაპუნაშვილი დაასახელეს.


თბილისის "დინამოს" ყოფილი სპორტული დირექტორი ირაკლი ვაშაკიძე მიიჩნევს, რომ პაპუნაშვილის წარმოჩენაში დიდი როლი გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ჟვანიამ ითამაშა.

"ვულოცავ გიორგის ამ აღიარებას. მის განვითარებასა და წინსვლაში თავისი წვლილი შეიტანეს კოტე და გუბაზ დოლიძეებმა.
განსაკუთრებული მადლობა კი "დინამოს" ყოფილ მწვრთნელს, მალხაზ ჟვანიასა და მის სამწვრთნელო შტაბს ეკუთვნით - რამაზ სვანაძეს, ირაკლი ჩიტაურს, გელა ჭანტურიასა და ლევან აბაშიძეს.

ერთი წლის წინ, როდესაც მალხაზ ჟვანია გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, გარისკა და საჩემპიონო ორთაბრძოლაში ენდო ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს - გიორგი პაპუნაშვილსა და მათე ცინცაძეს, რომელთაც უმაღლეს ლიგაში თამაშის მცირე გამოცდილება ჰქონდათ. მათ თითქმის ყველა თამაშში ძირითად შემადგენლობაში აყენებდა.

პაპუნაშვილს მანამდე არც დუბლებში ათამაშებდნენ და არც - "დინამო 2"-ში".

პაპუნაშვილმა პროფესიონალიზმითა და შრომისმოყვარეობით დაამტკიცა, რომ "დინამოს" ძირითადში თამაშს იმსახურებდა.

აქვე ვიტყვი, რომ გიორგის კონტრაქტი უმთავრდებოდა და უცხოური კლუბებიდან შემოთავაზებები ჰქონდა, მაგრამ "დინამოში" დარჩა, რაშიც დიდი როლი მისი ოჯახის წევრებმა ითამაშეს.

ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ გიორგი სწორედ "დინამოს" შემადგენლობაში დასახელდა საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. ეს ერთი და სხვა მრავალი", - წერს ვაშაკიძე საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ალბათ არ გახსოვთ ეგ პერიოდი, მაშინ დინამო 2-ში მუმლაძე იყო დუბლებში კი მაისურაძე, მერე მაისურაძე დინამო 2-ში გადავიდა, დამისი ასისტენტი დარჩა დუბებში, ეს ტყავაძის პერიოდზეა საუბარი. ჟვანია მივიდა ნოემბრის შუა რიცხვებში, 7 დეკემბერს კი დინამოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნ, რადგან უჰრინი წავიდა
ილიკო
30 დეკემბერი 2014 19:54
0
დინამო-2ში არა მაგრამ დუბლებში ათამაშებდნენ
Saba
30 დეკემბერი 2014 16:17
0
ისე ასეთი კომენტარები ხშირ შემთხვევაში არა გიორგი პაპუნაშვილის და დასახელებული პიროვნებების, არამედ საკუთარი პერსონის წარმოჩინებისთვის კეთდება ხოლმე.
luka sidamonidze
30 დეკემბერი 2014 14:04
0
ცოტა გაუგებარია. თუ დინამო-2-ში არ ათამაშებდნენ, დინამო-2-ის მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია არ იყო.
luka sidamonidze
30 დეკემბერი 2014 14:01
0
ცოტა გაუგებარია, მალხაზ ჟვანია ჯერ დინამო-2-ის მთავარი მწვრთნელი არ იყო და თუ იქ არ ათამაშებდა მაშინ ... გაუგებარია
ludoviko
30 დეკემბერი 2014 13:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული