ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ განმარტა, თუ რა თანხაა ეს და რატომ მაინცდამაინც 500 ათასი: "ვისოლს" 500 ათასი ჯარიმის სახით აქვს გადასახდელი, რასაც მას ადრინდელი ხელშეკრულება ავალდებულებს".
ქუთაისური კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე კი შემდეგი შინაარსის წერილი გამოქვეყნდა:
"სასიხარულოა, რომ ქუთაისის მერი შოთა მურღულია გულშემატკივრების აზრს ითვალისწინებს და ისიც ფიქრობს, რომ კომპანია "ვისოლი" უნდა
ახლა კი გუნდის ამბებზე. ცნობილია, რომ "ტორპედომ" უკვე დაიმატა ირაკლი კლიმიაშვილი, ზაზა ჭელიძე და ნიკა საბანაძე, მაგრამ გუნდის ქომაგები იმედოვნებენ, რომ ახალწვეულების გარდა, "ტორპედოში" მყოფი ფეხბურთელებიც გამოიჩენენ თავს.
გულშემატკივარი მართალია: "ტორპედოს" გაძლიერების ერთ-ერთი რესურსი ნიკა ახვლედიანის მოედანზე დაბრუნებაშიც უნდა ვეძებოთ. ის ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ. იყო 19-წლამდელთა გუნდის წევრიც, მაგრამ შემტევი ნახევარმცველი სწორედ იმ პერიოდში დაშავდა და დიდი დრო გაუცდა. არადა, ის ბოლო წლებში დაწინაურებულ ახალგაზრდებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფეხბურთელია.
შევიტყვეთ, რომ ქუთაისში კიდევ 3 ფეხბურთელი მიიწვიეს, რომელთა საკითხი მალე გაირკვევა. "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას თქმით, ის რომან კანკიასა და ლაშა ქებაძის აყვანაზე ფიქრობს:
"კანკია "ზუგდიდის" ფეხბურთელია. ის მარჯვენა მცველია. მიმდინარე სეზონში მას არ უთამაშია, რადგან დაშავებული იყო, მაგრამ ნიჭიერი, ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. მიმაჩნია, რომ ის "დინამოში" წასული ტაბატაძის შემცვლელად გამოდგება. საამისოდ კი კარგად უნდა მოემზადოს.
ასევე ვფიქრობ ლაშა ქებაძეზეც, რომელიც ბოლოს "სამტრედიაში" თამაშობდა. ის გამოცდილი და კარგი საყრდენი ნახევარმცველია. მასაც შეუძლია "ტორპედოს" გაძლიერება.
კიდევ რამდენიმე ფეხბურთელით ვარ დაინტერესებული, მაგრამ ისინი ახლა თავიანთ საკითხებს არკვევენ, მეც ახალი წლის შემდეგ ჩამოვყალიბდები და მეცოდინება, მეორე წრეში რა კონტინგენტს დავეყრდნობი".
თუმცა ეს არ არის ქუთაისური ტრანსფერების სრული სია: 3 იანვარს, "ტორპედო" შეკრებას რომ დაიწყებს, ქუთაისში საშა მიშიჩს ელიან.
სერბი მეკარე ბოსნიის ჩემპიონატის აუტსაიდერ ველიკა ობრასკას "მლადოსტის" წევრია. მიმდინარე სეზონში მან 15 ტურიდან 14-ში ითამაშა და აუტსაიდერი გუნდის კარის დარაჯის კვალობაზე, არც ისე ბევრი გაუშვა - 21 გოლი.
თუმცა, დარასელიას თქმით, მისი საკითხი გადაწყვეტილი არ არის. "ტორპედოში" მიშიჩის დარჩენა-არდარჩენის საკითხი სინჯების შემდეგ გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"