ის, რომ სეზონის მეორე ნახევარში საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი დათა სიჭინავა ლადო ბურდულის გუნდს გააძლიერებს, ქვემოქართლურ კლუბშიც დაგვიდასტურეს.
სიჭინავამ ფოთის "კოლხეთის" შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე მართლაც შესანიშნავად ჩაატარა. მეტიც - არცთუ იშვიათი იყო თამაშები, რომელთა ბედსაც 25 წლის ნახევარმცველი, ფაქტობრივად, მარტო წყვეტდა.
ბოლნისელებს სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა გაძლიერება, რადგან გუნდის სატურნირო მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო არ არის. საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "სიონს" მოკრძალებული, მე-14 ადგილი უჭირავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"