თბილისის "დინამო" ცნობილ ევროპულ გუნდებთან ერთად "ანტალიის თასზე" მიიწვიეს

AutoSharing Option
რუმინულმა ინტერნეტპორტალმა digisport.ro-მ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი თბილისის "დინამო" ანტალიაში ტურნირზეა მიწვეული.

"დინამო" საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადებას 10 იანვარს დაიწყებს, ხსენებული ტურნირი კი 31 იანვარს იწყება.

თბილისელთა გარდა, ტურნირის ორგანიზატორებმა ბევრი ცნობილი ევროპული კლუბი მიიწვიეს - ბუქარესტის "სტიაუა" (რუმინეთი), გრაცის "შტურმი" (ავსტრია), პრაღის "სპარტა" (ჩეხეთი), "მარიბორი" (სლოვენია), ბელგრადის "პარტიზანი" (სერბეთი) და სოფიის "ლიტექსი" (ბულგარეთი).

ტურნირი პლეი-ოფის სისტემით ჩატარდება. როგორც რუმინული საიტი იტყობინება, გამარჯვებული 20 ათას ევროს მიიღებს, რაც მას სასტუმროს ხარჯების დაფარვაში დაეხმარება.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდევ კარგი რუმინელები მაინც რო გვაწვდიან ინფორმაციას.....
0
))
Amat jurnalistoba googlshi searchingi goniat.
donnie
12:46 08-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული