13-14 იანვარს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 15 იანვრიდან კი თბილისში საწვრთნელი პროცესი განახლდება. თურქულ შეკრებაზე წასვლამდე ბოლნისელებს 5 ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი.
21 იანვარი - ცხინვალის "სპარტაკი", 27 იანვარი - გორის "დილა", 28 იანვარი - "ვიტ ჯორჯია", 30 იანვარი - "საბურთალო". ამხანაგური ტესტ-მატჩის ჩატარებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს აზერბაიჯანულ "აზალთან", რომლის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ამხანაგური შეხვედრა 24 იანვარს გაიმართება.
"სიონი" შეკრებაზე ანტალიაში, კერძოდ კი, ბელეკში 1-ელ თებერვალს გაემგზავრება, სადაც 14 თებერვლამდე დარჩება. თურქული
"სიონის" პრესსამსახური