8 იანვარს "ზესტაფონის" ქომაგები ქალაქის მთავარ სპორტულ არენაზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეიკრიბნენ. მათ ქალაქში ფეხბურთის გადარჩენა ჯერ ადგილზე მოითხოვეს, მერე კი ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
სწორედ ამ დღეს დაიგეგმა შეხვედრა, რომელსაც, წინასწარი ინფორმაციით, "ზესტაფონის" ექსპრეზიდენტ ილია კოკაიასთან ერთად, უნდა დაესწრონ იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, პარლამენტის წევრი შალვა კიკნაველიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე.
დღევანდელი შეხვედრა, ალბათ, ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"