სავარაუდო ტრანსფერი: გორის "დილა" მიხაილ გორელიშვილსაც იმატებს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, მალე გორის "დილა" საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე ერთ გვარიან ტრანსფერსაც გაჩარხავს და რუსული "ტოსნოს" ქართველ შემტევს, მიხაილ გორელიშვილს დაიმატებს.

21 წლის გორელიშვილი რუსეთის მოქალაქეა და გასული სეზონის პირველი ნახევარი "ტოსნოში" ჩაატარა, სადაც 16 შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო.

მანამდე კი, 2012-14 წლებში, გორელიშვილი უკვე იცავდა "დილას" ღირსებას, სადაც 34 მატჩში თავი 4-ჯერ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ "დილამ" უკვე შეიმატა გიორგი თექთურმანიძე, ომარ მიგინეიშვილი, გიორგი მელქაძე და გიორგი ხიდეშელი. "დილას" ამჟამად მეორე ადგილი უჭირავს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში.

გორული კლუბი პირველობისთვის ბრძოლაში თბილისის
"დინამოს" ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
აუ ჯიგარი ხარ... აბა რაა ეს ბოღმაობა და ქიშპობა ვერ გავიგე რა სჭირს ამ ხალხს... რატომ გონია ვიღაცას რომ დილა თუ კარგად იქნება ეს მაგალითად ზესტაფონისთვის ცუდია ან პირიქით. აზრზე მოდით ხალხო

ზესტაფონელის
15:55 15-01-2015
0
"ქართველის" პასუხად-არ მიყვარს ინტრიგანი ხალხი,ზესტაფონელი მაინც არ იყო.ჩვენი საქმეა "ზესტაფონის"დაკონპლექტებაზე და გუნდის წინსვლაზე ფიქრი და არა ინტრიგანობა სხვა გუნდების მიმართ.კოკაიას ინტრიგანობამ რაც მოგვიტანა,უკვე ვნახეთ.
ზესტაფონელი
14:47 15-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული