ქუთაისის "ტორპედომ" თურქულ შეკრებაზე სპარინგი სამ გუნდთან უკვე დაგეგმა

AutoSharing Option
29 იანვარს, ქუთაისის "ტორპედო" ორკვირიანი შეკრების გასავლელად თურქეთში გაემგზავრება, სადაც საკონტროლო თამაშებსაც ჩაატარებს. დღეისთვის სამი მეტოქის ვინაობაა ცნობილი.

1-ელ თებერვალს "ტორპედო" ყაზახეთის 2-გზის ჩემპიონ პავლოდარის "ირტიშს" შეხვდება, 7 თებერვალს გიორგი დარასელიას გუნდი დაუპირისპირდება უნგრული ფეხბურთის ერთ-ერთ ამჟამინდელ გრანდ "დებრეცენს", რომელმაც 2009/10 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. 10 თებერვალს კი ქუთათურები ბულგარეთის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ პლოვდივის "ბოტევს" შეხვდებიან.

ამას გარდა, მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე კლუბთან და მეოთხე მეტოქის ვინაობაც მალე დაზუსტდება.

"ტორპედოს" მენეჯერმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რამაზ
ჩხიკვაძემ
გვითხრა, რომ შესაძლოა, ქუთათურებმა მეხუთე სპარინგიც გაახერხონ.

13 და 14 იანვარს დარასელიამ ფეხბურთელები დაასვენა, ვარჯიშს კი 15 იანვარს განაახლებს.

დაბოლოს - გუნდში საკმაოდ ბევრი ახალი თუ კარგად ნაცნობი ფეხბურთელი გამოჩნდა, თუმცა ახალ მთავარ მწვრთნელს "ტორპედოს" დაკომპლექტება ჯერ არ დაუსრულებია და სიახლეებს კიდევ უნდა ველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული