ქუთაისის "ტორპედო": გურამ ადამაძეც, ბაქარ მირცხულავაც და გოგი ფიფიაც...

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" სეზონის განახლებისთვის მზადებას აგრძელებს. "ლელო" გუნდში მიმდინარე მოვლენებს ოპერატიულად აშუქებს.

Sportall.Ge15 იანვარს კიდევ რამდენიმე სიახლე შევიტყვეთ. მაგალითად, ის, რომ "ტორპედოში" დაბრუნებას დათანხმდა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გურამ ადამაძე.

კომენტარისთვის ქუთაისელთა მენეჯერსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს რამაზ ჩხიკვაძეს დავუკავშირდით.

"ადამაძესთან მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობდა, რადგან მისი გადმოყვანის დიდი სურვილი გვქონდა.

გურამი წესიერი და კარგი ფეხბურთელია, თანაც, ქუთაისელია და "ტორპედოდან" გულდაწყვეტილი წავიდა.

უკვე ყველაფერი შეთანხმებულია და მასთან კონტრაქტი, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში გაფორმდება", - ამბობს ჩხიკვაძე.

Sportall.Geკიდევ ერთი სიახლე: საბოლოოდ გადაწყდა,
რომ ქუთაისის "ტორპედოს" მისი აღზრდილი ბაქარ მირცხულავა დაუბრუნდა.

ცენტრალურ მცველს რიონისპირელთა რიგებში დებიუტი 15 წლის ასაკში ჰქონდა. იმ პერიოდში ის არა მარტო ქუთაისში, არამედ მთელ საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლებოდა.

ბაქარი ასაკობრივი ნაკრების დაცვის ცენტრს საბა კვირკველიასთან ერთად ამაგრებდა. ამიტომაც იყო, "ტორპედოდან" პირდაპირ ლისაბონის "ბენფიკაში" რომ აღმოჩნდა, სადაც დუბლშემადგენლობის კაპიტანი გახდა.

შემდეგ იყო რამდენიმე კლუბი, ტრავმები და 2011-12 წლებში მშობლიური ქალაქის გუნდში დაბრუნება, მაგრამ მალე გუნდი მანაც გულდაწყვეტილმა დატოვა. ჩხიკვაძემ ამაზეც გვითხრა:

"უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ქუთაისის "ტორპედოს" მირცხულავა დაუბრუნდა.

სამწუხაროდ, მას ფეხი სტკიოდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, მაგრამ სრულფასოვან მზადებას უკვე შეუდგა და იმედია, სეზონის განახლებამდე ფორმას აღიდგენს.

ნიჭიერი ფეხბურთელია, თანაც - ქუთაისელი და იმედია, თავის შესაძლებლობებს "ტორპედოში" საუკეთესოდ გამოავლენს".

Sportall.Geგავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტორპედოს" პირველ წრეში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გოგი ფიფიაც დაუბრუნდა და გუნდს 15 იანვარს შეუერთდებოდა.

ჩხიკვაძემ ეს ამბავიც დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ გამოცდილმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად პირველად 15 იანვარს ივარჯიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა ერტი სიკეტეც და ღონღადზეც დააბრუნეტ ტორპედოში
gela
16:13 16-01-2015
0
არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში
iaia
15:51 16-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული