"სიონმა" სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყო. ბოლნისელებს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოკრძალებული, მე-14 ადგილი უჭირავთ და, ცხადია, ლადო ბურდულის მიერ გაწვრთნილი გუნდი ვითარების გამოსწორებას გეგმავს.
პირველობის საშემოდგომო ეტაპის შემდეგ "სიონი" არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. მათ ნაცვლად ახალი მოთამაშეები მოვიდნენ. 15 იანვარს, ბოლნისური კლუბის რიგებში ერთბაშად რამდენიმე ახალწვეულმა ივარჯიშა.
მოკლედ, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე "სიონს" გააძლიერებენ: გიორგი ჭანკოტაძე (ყოფილი კლუბი - "ზესტაფონი"), დათა სიჭინავა (ფოთის "კოლხეთი"), გიორგი ბერიძე ("დილა"), ცოტნე ქებურია ("ტორპედო"), დავით საჯაია (თბილისის
როგორც შევიტყვეთ, "სიონში" ამ უკანასკნელის დარჩენა გადაწყვეტილი ამბავია. 23 წლის ფორვარდი გარკვეულ იმედებს იძლევა და ვნახოთ, როგორ გაამართლებს გაცემულ ავანსებს.
ვარჯიში გამოტოვა მიქაბერიძემ, ვინც "სიონს" ლანჩხუთის "გურიიდან" შეუერთდა. ის მალე დაიწყებს ვარჯიშს ახალ გუნდთან ერთად.
თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე "სიონი" საქართველოში ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - 21 იანვარს ცხინვალის "სპარტაკს" დაუპირისპირდება, 27-ში - "დილას", 28 იანვარს ბურდულის გუნდი "ვიტ ჯორჯიასთან" ისპარინგებს, 30-ში კი - პირველლიგელ "საბურთალოსთან".
რაც შეეხება თურქულ შეკრებას, ბოლნისელები ბელეკში 1-ელ თებერვალს გაემგზავრებიან და 14 თებერვლამდე ხუთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. მეტოქეთა ვინაობა დაზუსტების პროცესშია.
"სიონის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მეორე ეტაპზე გუნდის სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება. მეტიც - ბოლნისელები ევროსაგზურისთვის ბრძოლასაც გეგმავენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"