"ამის შედეგად, უფრო მეტი ფეხბურთელი დაინტერესდება საქართველოში თამაშით"

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონში" პორტუგალიელი თავდამსხმელი, 23 წლის ვიეირა მედინა ლუის ალბერტო ითამაშებს.

ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოს" სკოლის აღზრდილია და რამდენიმე თვეა ბოლნისის "სიონში" ვარჯიშობს. მისი ოფიციალურად დარეგისტრირება მხოლოდ ახლა მოხერხდა და მინიმუმ სეზონის ბოლომდე, ის "სიონის" ღირსებას დაიცავს.

სხვა ახალწვეულების მსგავსად, ლუისსაც ვთხოვეთ საქართველოში ჩამოსვლაზე და მის ახალ გუნდზე კომენტარი გაეკეთებინა.

- რატომ გადაწყვიტე საქართველოში ჩამოსულიყავი და აქ გეთამაშა ფეხბურთი?
- იმიტომ, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ვაჩვენო ჩემი ფეხბურთი და ჩავწერო მსოფლიო პროფესიულ ფეხბურთში ჩემი სახელი.

- აქამდე გინახავს და
გსმენია რამე ქართულ ფეხბურთზე, როგორ შეაფასებდი მის დონეს?

- პირდაპირ გეტყვით, არასდროს მიდევნებია თვალი ქართული ლიგისთვის, მას შემდეგ დავინეტერესდი ამ ჩემპიონატით, რაც შესაძლებლობა მომეცა, ჩამოვსულიყავი აქ და მეთამაშა.

ბევრი თამაში არ მინახავს ჩემპიონატის, მაგრამ რაც ვნახე, ვფიქრობ, რომ ქვეყანა განვითარების პროცესშია და რამდენიმე წელში დონეც გაუმჯობესდება. ამის შედეგად, უფრო მეტი ფეხბურთელი დაინტერესდება საქართველოში თამაშით.

- შენ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში ხარ, "სიონთან" ერთად ვარჯიშობ. რას იტყვი გუნდზე, მწვრთნელზე, როგორი გუნდია?
- პირველად "სიონი" მაშინ ვნახე, როდესაც ის უეფაზე თამაშობდა. მიუხედავად იმისა, რომ უიღბლოდ დასრულდა თამაში, უდიდესი სამუშაო დავინახე, აუცილებლად გექნებოდა საიმაყის შეგრძნება იმ დიდი გოლების შემდეგ, რაც "სიონის" ფეხბურთელებმა გაიტანეს.

პირველ წრეში არც ისეთი კარგი შედეგი აქვს გუნდს, ფინანსური სიტუაციაც არეულ-დარეულია, მაგრამ მეორე წრეში, ყველაფერი დალაგდება და დარჩენილ 15 თამაშში მთელ ცხოვრებას ჩავდებ.

რაც შეეხება ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს - აქ ჩემგან განსხვავებული კულტურა აქვთ. მე ვთამაშობდი პორტუგალიაში, ესპანეთში, ვიყავი ბრაზილიაში, ვთამაშბდი ინგლისში. მხოლოდ 23 წლის ვარ, მაგრამ საქართველო სრულიად განსხვავებულია. აქ, თუ გინდა მოიპოვო გუნდელებისა და მწვრთნელთა სტაფის პატივისცემა, ძლიერად უნდა ივარჯიშო ყოველ დღე.

პატივისცემა არ არის ადვილად მოსაპოვებელი , ამიტომ ბევრს ვმუშაობ, ჩემი გუნდი და მთვარი მწვრთნელი მეხმარება. ჩვენ ვითამაშებთ მოსაგებად, ვისიამოვნებთ ფეხბურთით, იმიტომ რომ ეს ყველაზე მშვენიერი რამ არის. ასევე, ვცდილობ ვისწავლო ქართული ენა.

- ამბობენ,რ ომ ძალიან სწრაფი ხართ. ეს თქვენი კოზირია?
- არა მხოლოდ სისწრაფე. მართლა ყველაფერს გავაკეთებ ვარჯიშებზეც, თამაშებზეც და მე ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის.

ბოლნისის "სიონის" პრეს-სამსახური
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჯერ ისტორია და ცოტა ტრადიციები ვასცავლოთ
paata
17:13 18-01-2015
0
ძაან არაადექვატური ჩანს ეს ლუის ალბერტო, დაფრინავს სადღაც.
გაგა
17:13 18-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული