"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები

AutoSharing Option
პირველი წრის "აღმოჩენამ", ცხინვალის "სპარტაკმა" ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ ადრე, 20 დეკემბერს დაიწყო. კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი იანვრის ბოლომდე თბილისში მოემზადება, მერე კი თურქეთში გაემგზავრება, სადაც 4 სპარინგ-მატჩიც ელოდება.

მანამდე კი გუნდმა 2015 წლის პირველი ტესტ-მატჩი ჩაატარა, თანაც... ახალი სახელწოდებით: აწ უკვე "ცხინვალი" საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" რუსთავის "მეტალურგს" წაესპარინგა და 4:0 მოუგო.

"ცხინვალელთაგან" პირველ ტაიმში გოლები გაიტანეს გიორგი კაჭკაჭიშვილმა და ლაშა შინდაგორიძემ, შესვენების შემდეგ კი თავი გამოიჩინეს მამია ჟვანიამ და მიხეილ ჯიშკარიანმა (უმცროსმა).

კახა კაჭარავამ, ფაქტობრივად,
ორი შემადგენლობა ათამაშა ამ სპარინგ-მატჩში და თავის გამოჩენის შანსი პოტენციურ ახალწვეულებსაც მისცა.

I ტაიმი: ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ნ. ჯიშკარიანი - ბურძენაძე, იმედაშვილი - ლექვთაძე, ცაცკრიალაშვილი, შინდაგორიძე - ნ. კაჭარავა.
II ტაიმი: ს. ნანიევი - ზ. გელაშვილი (60. მ. ჯიშკარიანი), კაჭკაჭიშვილი, გიორგაძე, ბაჩიაშვილი - მალანია (60. მახარობლიძე), ქოჩლაძე - ბ. მუმლაძე (60. რუხაძე), მ. ჟვანია (70. თავაძე), მარკოზაშვილი - მაკასარაშვილი.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლაშა შინდაგორიძე "მეტალურგთან" მატჩში

პირველ წრესთან შედარებით, "ცხინვალში" გარკვეული სიახლეებია: მერაბ გიგაური ფოთის "კოლხეთში" გადავიდა, გიორგი თექთურმანიძე - "დილაში", ძირითადი შემადგენლობის კიდევ ერთი ფეხბურთელი, გივი იოსელიანი კი ამჟამად უნგრეთშია და დღე-დღეზე გააფორმებს კონტრაქტს იქაურ "ნირედიჰაზასთან".

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მეორე წრეში "ცხინვალის" ღირსებას დაიცავენ: 24 წლის მარცხენა მცველი ნიკა ჯიშკარიანი (პირველი წრე "გურიაში" გაატარა), 30 წლის უნივერსალი (მცველი, ნახევარმცველი) დავით იმედაშვილი ("სიონიდან" გადმოვიდა) და 20 წლის გარემარბი თეიმურაზ მარკოზაშვილი ("ტორპედოდან" გადმოვიდა).

ადრევე გაცნობეთ, რომ "სპარტაკში" გააგრძელებენ კარიერას ახალგაზრდა შემტევები - ბაქარ ქარდავა და რატი ცაცკრიალაშვილი; რაც შეეხება ზურაბ გელაშვილს, ვახტანგ ბაჩიაშვილს, ზურაბ მალანიას, მამია ჟვანიასა და თენგიზ მაკასარაშვილს, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების "ცხინვალში" დარჩენა-არდარჩენის საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

"მეტალურგთან" მატჩში მსუბუქი ტრავმის გამო არ უთამაშიათ გიორგი ივანიშვილს, ნიკა ახვლედიანს, ბათრაზ თედეევსა და ბაქარ ქარდავას; რაც შეეხება ლევან ჭაფოძეს, "ცხინვალის" კაპიტანი სეზონის დასაწყისში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.

მომდევნო საკონტროლო მატჩს "ცხინვალი" 21 იანვარს ასევე ერთიანად განახლებულ "სიონთან" ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული