პირველი წრის შემდეგ "დინამო" დატოვეს მცველმა გიორგი გავაშელიშვილმა და ნახევარმცველმა დიმიტრი პაჭკორიამ. კლუბი მათ მადლობას უხდის გაწეული ამაგისთვის და წარმატებებს უსურვებს ახალ ასპარეზზე.
კონტრაქტი უკვე გაფორმდა ნახევარმცველ გიორგი ქავთარაძესთან. გუნდში ასევე ვარჯიშობენ "ცხინვალის" ყოფილი მოთამაშეები: შემტევი თაზო მაქაცარია და მცველი გიორგი სეფიაშვილი.
ასევე, მიმდინარეობს დაკვირვება რამდენიმე ფეხბურთელზე, მათ შორის, დუბლშემადგენლობიდან.
საკონტროლო მატჩებს რაც შეეხება, 23 იანვარს დაგეგმილია გასვლითი სპარინგი ზუგდიდში; სავარაუდოდ, 25 იანვრისთვის
მომზადებულია dinamobatumi.com-ის მიხედვით