გიორგი ქავთარაძე ბათუმის "დინამოს" დახმარებას 2 თვეში შეძლებს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DinamoBatumi1923

ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი ქავთარაძე მოედანს 2 თვეში დაუბრუნდება, - ამის შესახებ ბათუმის "დინამოს" Facebook-გვერდი იუწყება.

"მალე გამოჯანმრთელებას და ჩვენს გუნდში წარმატებული კარიერის გაგრძელებას ვუსურვებთ ქავთარას", - ვკითხულობთ ბათუმელთა გვერდზე.

30 წლის მოთამაშე სარეაბილიტაციო კურსს გადის. მან 2018 წელს ეროვნულ ლიგა 2-ში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული