გორის "დილა" თურქეთში მეტოქეებს არკვევს, გუნდი მეკარე ბექა შეყრილაძემ დატოვა

AutoSharing Option
გორის "დილა" საქართველოს ჩემპიონატის განახლებისთვის მზადებას განაგრძობს.

უჩა სოსიაშვილის
გუნდი დღეს, 20 იანვარს, 14 საათზე, პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს "ვიტ ჯორჯიასთან". 24 იანვარს "დილა" რუსთავის "მეტალურგს" მიიღებს, 27 იანვარს კი ლადო ბურდულის "სიონთან" ისპარინგებს. 28 იანვრიდან გორელები თურქულ შეკრებაზე გაემგზავრებიან.

დღეს გახდება ცნობილი, რომელ გუნდებთან ითამაშებს ქართული კლუბი საკონტროლო მატჩებს. "დილას" ერთ-ერთი წარმომადგენელი თურქეთშია და ამ საკითხს ადგილზე არკვევს.

ამასობაში, ჩვენი ინფორმაციით, გუნდი დატოვა 31 წლის მეკარე ბექა შეყრილაძემ. ეს ფეხბურთელი "დილას" შემადგენლობაში 2011 წლიდან თამაშობდა. ამას გარდა, მას რუსთავის
"მეტალურგში", "ბორჯომში", "სპარტაკსა" და თბილისის "დინამოშიც" უთამაშია. "დილას" მეკარის პოზიციაზე არ უჭირს - გუნდში არიან ომარ მიგინეიშვილი და გიორგი სომხიშვილი. აქედან გამომდინარე, სამი კვალიფიციური მეკარე, რომელთაგან ნებისმიერს შეუძლია იყოს პირველი ნომერი, დიდ ფუფუნებად ჩაითვალა.

შევიტყვეთ ისიც, რომ "დილაში", დიდი ალბათობით, გიორგი გავაშელიშვილი ითამაშებს. 25 წლის ცენტრალურ მცველს სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში. გორელები, საჩემპიონო მარულაში ბოლომდე ყოფნას რომ აპირებენ, გრძელი სათადარიგო სკამის ფორმირებასაც გეგმავენ და ეს სულაც არ არის გასაკვირი.

ამბობენ, რომ "დილას" ინტერესებშია ლაშა გვალიაც, თუმცა იმავე "დილასა" და "ზესტაფონის" ყოფილი ნახევარმცველი, ჩვენი ინფორმაციით, კარიერას მშობლიურ "კოლხეთში" გააგრძელებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული